განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც გადახდები ან კაპიტალის მოძრაობა იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს ევროკავშირის ერთ ან მეტ წევრ სახელმწიფოში ან საქართველოში გაცვლითი კურსის პოლიტიკის ან მონეტარული პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული სერიოზული სირთულეები, მათ შორის სერიოზული სირთულეები საგადასახდელო ბალანსთან დაკავშირებით, მხარეებმა შეიძლება შემოიღონ დაცვითი ზომები არაუმეტეს ექვსი თვის ვადით, თუ ასეთი ზომები წარმოადგენს აუცილებლობას. მხარემ, რომელიც ახორციელებს დაცვითი ზომების შემოღებას, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს და ასევე, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, ასეთი დაცვითი ზომების გაუქმების შესაბამისი ვადებ