1.      საქართველომ უნდა უზრუნველყოს მისი საჯარო შესყიდვების კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება ევროკავშირის საჯარო შესყიდვების კანონმდებლობასთან.

2.      ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება უნდა განხორციელდეს თანმიმდევრული ეტაპების მიხედვით, როგორც დადგენილია ამ შეთანხმების XVI-B დანართით და შემდგომში დაკონკრეტებულია XVI-C - XVI-F, XVI-H, XVI-I და XVI-K დანართებით. ამ შეთანხმების XVI-G და XVI-J დანართები განსაზღვრავენ არასავალდებულო ელემენტებს, რომლებთან დაახლოება არ არის საჭირო, მაშინ, როდესაც ამ შეთანხმების XVI-L - XVI-O დანართები განსაზღვრავენ ევროკავშირის კანონმდებლობის იმ ელემენტებს, რომლებიც რჩება ეტაპობრივი დაახლოების მიღმა. ამ პროცესში ჯეროვანი ყურადღება უნდა მიექცეს ევროპის სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებებს და ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ საიმპლემენტაციო ღონისძიებებს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მოცემულ მომენტში ევროკავშირის კანონმდებლობის ნებისმიერ ცვლილებას. თითოეული ეტაპის განხორციელება უნდა შეაფასოს ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულმა ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტმა და ამ კომიტეტის მიერ დადებითი შეფასების შემთხვევაში უნდა მოხდეს ბაზრის ორმხრივი გახსნა, როგორც მოცემულია ამ შეთანხმების XVI-B დანართში. ევროკომისიამ საქართველოს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ევროკავშირის კანონმდებლობის ნებისმიერი ცვლილების შესახებ. ევროკომისია, მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამის კონსულტაციას და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს საქართველოს აღნიშნული ცვლილების განხორციელების მიზნით.

3.      ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტმა შემდგომი ეტაპის შეფასება უნდა განაგრძოს მხოლოდ მაშინ, როდესაც წინა ეტაპის განხორციელების ღონისძიებები გატარდება და მოწონებულ იქნება მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.

4.      თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ საჯარო შესყიდვების ის ასპექტები და სფეროები, რომლებზეც არ ვრცელდება ეს მუხლი, შესაბამისობაშია ამ შეთანხმების 144-ე მუხლით განსაზღვრულ გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და თანასწორი მოპყრობის პრინციპებთა