1.
თითოეულმა მხარემ გონივრული მიზნებისათვის შეიძლება შემოიღოს ან გამოიყენოს ისეთი ზომები, როგორიცაა:
(a)
ინვესტორების, დეპოზიტარების, პოლისების მფლობელების ან იმ პირების დაცვა, რომელთა მიმართაც ფინანსური მომსახურების მიმწოდებელს აქვს
ვალდებულება;
(b)
მხარის ფინანსური სისტემის მთლიანობის და სტაბილურობის
უზრუნველყოფა.
2.
ეს ზომები არ უნდა იყოს უფრო დამამძიმებელი, ვიდრე საჭიროა დასახული მიზნის მისაღწევად.
3.
არაფერი ამ შეთანხმებაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ მოსთხოვოს მხარეს ინდივიდუალური მომხმარებლების საქმეებისა და ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ან საჯარო დაწესებულებების განკარგულებაში არსებული კონფიდენციალური ან კერძო საკუთრების ინფორმაციის გამჟღავნებ