თითოეულმა მხარემ ნება უნდა დართოს მეორე მხარის ფინანსური მომსახურების მიმწოდებელს მიაწოდოს ისეთი ახალი ტიპის მომსახურება, რომლის განხორციელების უფლებასაც ის მისცემდა საკუთარ ფინანსური მომსახურების მიმწოდებელს მსგავს შემთხვევაში, ადგილობრივი კანონმდებლობის ფარგლებში. მხარეს შეუძლია განსაზღვროს იურიდიული ფორმა, რომლის საშუალებითაც შეიძლება მომსახურების მიწოდება, და ასევე შეუძლია მოითხოვოს ავტორიზაცია მომსახურების გაწევაზე. როდესაც ავტორიზაცია არის სავალდებულო, გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული გონივრულ ვადებში და მასზე უარის თქმა შეიძლება მხოლოდ გონივრული მიზნებიდან გამომდინარ