1.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების ან მომსახურების მიმწოდებლებს შორის, ამ ნაწილში განხილულ უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებით წამოჭრილი დავის მოგვარება, ერთ-ერთი მხარის მიერ მიმართვის შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მიერ შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილების მიღების გზით, შესაძლოდ მოკლე ვადაში და ნებისმიერ შემთხვევაში არაუგვიანეს ოთხი თვისა.
2.
მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, თუმცა, უნდა იყოს დაცული ბიზნეს კონფიდენციალურობა. ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების და მომსახურების შესაბამის მიმწოდებლებს ამომწურავად უნდა ეცნობოთ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები.
3.
იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი დავა ეხება მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდებას, შესაბამისმა მარეგულირებელმა ორგანოებმა, დავის გადასაწყვეტად უნდა იმოქმედონ კოორდინირებულად.
ქვენაწილი 6
ფინანსური მომსახურე