1.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ შეზღუდული რესურსების, მათ შორის სიხშირეების, ნუმერაციის და გატარების უფლების, განაწილებისა და გამოყენების ნებისმიერი პროცედურა წარიმართოს ობიექტურად, თანასწორად, დროულად, გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად. ინფორმაცია განაწილებული და გაცემული სიხშირული დიაპაზონის შესახებ უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი. ეს მოთხოვნა არ ეხება მთავრობის სპეციალური გამოყენებისათვის განაწილებულ სიხშირულ დიაპაზონს.

2.
სიხშირული სპექტრის ეფექტური და ეფექტიანი გამოყენების უზრუნველსაყოფად, თითოეული მხარე უზრუნველყოფს მათ ტერიტორიაზე, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისათვის განკუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტიან მართვას. იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულ სიხშირეებზე მოთხოვნა აღემატება მათ ხელმისაწვდომობას, აღნიშნული სიხშირეები უნდა განაწილდეს სათანადო და გამჭვირვალე პროცედურის დაცვით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ამ სიხშირეების გამოყენების ოპტიმიზაცია და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა.

3.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ეროვნული ნუმერაციის რესურსის მინიჭება და ეროვნული ნუმერაციის გეგმის მართვა დაევალოს მარეგულირებელ ორგანოს.

4.
როდესაც სახელმწიფო ან ადგილობრივი უწყება ინარჩუნებს საკუთრებას ან ახორციელებს კონტროლს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების და/ან მომსახურების ოპერატორზე, უნდა მოხდეს ეფექტური გამიჯვნა იმ სტრუქტურულ ერთეულებს შორის, რომელსაც ექნება უფლების მინიჭების  და საკუთრების ან კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობების განხორციელების უფლებამოსილებ