1.
თიოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ ნებისმიერ პირს ჰქონდეს უფლება და ვალდებულება, აწარმოოს მოლაპარაკებები დაშვებასა და ურთიერთჩართვაზე საერთო სარგებლობის ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების ოპერატორებთან და მომსახურების მიმწოდებლებთან. დაშვებისა და ურთიერთჩართვის პირობები უნდა შეთანხმდეს მომსახურების მიმწოდებელ მხარეებს შორის მიმდინარე კომერციული მოლაპარაკებების საფუძველზე.

2.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობისას მომსახურების მიმწოდებლების მიერ მოპოვებული ინფორმაცია გამოყენებული იქნეს მხოლოდ დანიშნულებისამებრ და ინფორმაციის მიწოდების ან შენახვისას დაცული იქნეს მისი კონფიდენციალურობა.

3.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ თუ მომსახურების შესაბამისი ბაზარი არ არის ეფექტურად კონკურენტული ამ შეთანხმების 101-ე მუხლის შესაბამისად, მარეგულირებელ ორგანოს ჰქონდეს უფლებამოსილება, მომსახურების მიმწოდებელი ცნოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად და დაშვებასა და/ან ურთიერთჩართვასთან მიმართებით დააკისროს მას ერთი ან რამდენიმე ქვემოთ მითითებული ვალდებულება:

(a)

დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი არსებითად მსგავს გარემოში, მსგავსი მომსახურების მიმწოდებელ სხვა ავტორიზებულ პირებს, სთავაზობს ეკვივალენტურ პირობებს და ასევე სხვა ავტორიზებულ პირებს უზრუნველყოფს იმავე ხარისხის მომსახურებით და ინფორმაციით და იმავე პირობებით, როგორც საკუთარ მომსახურებას ან მისი შვილობილი კომპანიების ან პარტნიორების
მომსახურებას;

(b)
ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანიის ვალდებულება, გამჭვირვალე გახადოს მისი საბითუმო და შიდა ტრანსფერული ტარიფები, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულების არსებობის და არასამართლიანი კროსსუბსიდირების თავიდან აცილების მიზნით. მარეგულირებელ ორგანოს შეუძლია განსაზღვროს ფორმატი და აღრიცხვის გამოსაყენებელი მეთოდოლოგია;

(c)

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან და მათთან დაკავშირებულ ტექნიკურ საშუალებებთან დაშვების და მათი გამოყენების ვალდებულება, მათ შორის, სააბონენტო წყვილებთან განცალკევებულად დაშვება, როდესაც მარეგულირებელი ორგანო თვლის, რომ დაშვებაზე უარის თქმა ან არაგონივრული პირობების შეთავაზება ხელს შეუშლის საცალო დონეზე მდგრადი, კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას, ან არ შეესაბამება საბოლოო მომხმარებლის ინტერესებს;

მარეგულირებელი ორგანოები უფლებამოსილნი არიან, ამ პუნქტში მითითებულ ვალდებულებებს დაამატონ პირობები სამართლიანობის, გონივრულობისა და განრიგის შესახებ.

(d)

მესამე მხარისათვის გადაყიდვის მიზნით საბითუმო პირობებით სპეციფიკური მომსახურების მიწოდება; ტექნიკურ ინტერფეისებთან, პროტოკოლებთან და სხვა მნიშვნელოვან ტექნოლოგიებთან თავისუფალი დაშვების უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია მომსახურებისა და ვირტუალური ქსელების ურთიერთთავსებადობისათვის; თანალოკაციის ფართით უზრუნველყოფა ან სხვა ტექნიკური საშუალებების გაზიარება, რაც მოიცავს კანალიზაციას, შენობებს, ანძებს; მომხმარებლისათვის მიწოდებული უწყვეტი მომსახურებების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფისათვის სპეციფიური მომსახურებების მიწოდება, ინტელექტუალური ქსელის მომსახურებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების ჩათვლით; მომსახურების მიწოდებისას კეთილსინდისიერი კონკურენციისათვის საჭირო საოპერაციო სისტემასთან ან მსგავს პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაშვება; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ან მასთან დაკავშირებული ტექნიკური საშუალებების ურთიერთჩართვა.

მარეგულირებელი ორგანოები უფლებამოსილნი არიან, ამ პუნქტში მითითებულ ვალდებულებებს დაამატონ პირობები სამართლიანობის, გონივრულობისა და განრიგის შესახებ.

(e)
ხარჯთაღრიცხვისა და ფასის კონტროლის ვალდებულება, რაც მოიცავს ფასების ხარჯზე ორიენტირებულობასა და ხარჯთაღრიცხვის სისტემასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, ურთიერთჩართვისა და/ან დაშვების სპეციფიკური ტიპების უზრუნველსაყოფად, ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც ბაზრის ანალიზი აჩვენებს, რომ ეფექტიანი კონკურენციის ნაკლებობამ, შესაძლოა გამოიწვიოს ოპერატორის მხრიდან მაღალი ფასის დაწესება ან ფასების შემცირება, საბოლოო მომხმარებელთა საზიანოდ.

არსებული რისკების გათვალისწინებით, მარეგულირებელმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ოპერატორის მიერ განხორციელებული ინვესტიცია და საშუალება მისცეს მას, მიიღოს გონივრული უკუგების განაკვეთი.

(f)
ბაზრის შესაბამის პროდუქტთან/მომსახურებასთან და გეოგრაფიულ სეგმენტთან დაკავშირებით, მარეგულირებელი ორგანოს მიერ მომსახურების მიმწოდებლებზე დაწესებული სპეციფიკური ვალდებულების გამოქვეყნება. უახლესი ინფორმაცია, რომელიც არ არის კონფიდენციალური და არ მოიცავს ბიზნეს საიდუმლოებას, ყველა დაინტერესებული პირისათვის უნდა იყოს საჯარო და ადვილად ხელმისაწვდომი.

(g)
ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, განსაკუთრებით იმ შემთხვევისთვის, როდესაც ოპერატორს დაკისრებული აქვს დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, მარეგულირებელ ორგანოს შეუძლია, მოსთხოვოს ოპერატორს, გამოაქვეყნოს დეტალური შეთავაზების წინადადება, რომელიც ბაზრის საჭიროებიდან გამომდინარე, დაყოფილი იქნება შესაბამის კომპონენტებად, ფასებისა და შესაბამისი პირობების ჩათვლით, რათა ავტორიზებულ პირს არ მოეთხოვოს ქსელის იმ ელემენტებისათვის, ტექნიკური საშუალებებისთვის ან ფუნქციონალური რესურსებისთვის დამატებითი საფასურის გადახდა, რომლებიც მას არ მოუთხოვია.

4.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირთან ურთიერთჩართვის მსურველ ავტორიზებულ პირს საშუალება ჰქონდეს, ურთიერთჩართვის და/ან დაშვების პირობებთან არსებულ დავასთან დაკავშირებით, ნებისმიერ დროს ან საჯაროდ ცნობილი დროის შემდეგ, დახმარებისათვის მიმართოს დამოუკიდებელ ადგილობრივ ორგანოს, რომელიც, შესაძლოა, იყოს მარეგულირებელი ორგანო, როგორც განსაზღვრულია ამ შეთანხმების 10
0-ე მუხლის მე-2 პუნქტის „d“ ქვეპუნქტშ