1.      ამ თავში არაფერი  უნდა იქნას გაგებული ისე, რომ ხელი შეუშალოს მხარეს, მათ შორის საჯარო უწყებებს, საკუთარ ტერიტორიაზე ექსკლუზიურად განახორციელოს საქმიანობა ან იმ მომსახურების მიწოდება, რომელიც წარმოადგენს საჯარო საპენსიო სქემის ან სოციალური დაცვის კანონით განსაზღვრული სქემის ნაწილს, გარდა ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ფინანსური მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების მიწოდება ნებადართულია საჯარო უწყებებთან ან კერძო მიმწოდებლებთან კონკურენციის პირობებში.

2.      მოცემული შეთანხმება არ ეხება ცენტრალური ბანკის ან მონეტარული ორგანოს ან სხვა ნებისმიერ საჯარო უწყების მიერ მონეტარული ან გაცვლითი კურსების პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს.

3.      ამ თავში არაფერი  უნდა იქნას გაგებული ისე, რომ ხელი შეუშალოს მხარეს, მათ შორის საჯარო უწყებებს, საკუთარ ტერიტორიაზე ექსკლუზიურად განახორციელოს საქმიანობა ან მომსახურების მიწოდება, მხარის ან მისი საჯარო უწყებების ფინანსური რესურსების ან გარანტიის გამოყენები