1. ეს ქვენაწილი განსაზღვრავს რეგულირების პრინციპებს ყველა ტიპის ფინანსური მომსახურებისთვის, რომელიც ლიბერალიზებულია წინამდებარე თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება), მე-3 ნაწილის (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 ნაწილის (ფიზიკურ პირთა დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისათვის) შესაბამისად.
2. ამ ქვენაწილის და ამ თავის მე-2 (დაფუძნება), მე-3 (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 (ფიზიკურ პირთა დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისათვის) ნაწილების მიზნებისთვის:
(a) „ფინანსური მომსახურება“ გულისხმობს მხარის ფინანსური მომსახურების მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ ფინანსური ხასიათის მომსახურებას. ფინანსური მომსახურება მოიცავს შემდეგ საქმიანობებს:
(i) დაზღვევა და დაზღვევასთან დაკავშირებული მომსახურება:
(1) პირდაპირი დაზღვევა (მათ შორის თანადაზღვევა):
(a) სიცოცხლის;
(b) არა-სიცოცხლის;
(2) გადაზღვევა და რეტროცესია;
(3) სადაზღვევო შუამავლობა, როგორიცაა საბროკერო და სააგენტო მომსახურება; და
(4) დაზღვევის დამხმარე მომსახურება, როგორიცაა საკონსულტაციო, აქტუარული, რისკის შეფასებისა და ზარალის დარეგულირების მომსახურება.
(ii) საბანკო და სხვა ფინანსური მომსახურება (გარდა დაზღვევისა):
(1) საზოგადოებისგან დეპოზიტებისა და სხვა დაბრუნებადი სახსრების მიღება;
(2) ყველა სახის კრედიტების გაცემა, მათ შორის, სამომხმარებლო კრედიტი, იპოთეკური კრედიტი, ფაქტორინგი და კომერციული საქმიანობის დაფინანსება;
(3) ფინანსური ლიზინგი;
(4) ყველა სახის საგადახდო და ფულადი გადარიცხვის მომსახურება, მათ შორის, საკრედიტო და სადებეტო ბარათები, სამგზავრო ჩეკები და საბანკო ჩეკები;
(5) გარანტიები და პირობითი ვალდებულებები;
(6) საკუთარი ან კლიენტთა სახსრებით ბირჟაზე თუ ბირჟის გარეთ ვაჭრობა შემდეგი ინსტრუმენტებით:
(a) ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები (მათ შორის ჩეკები, ობლიგაციები, სადეპოზიტო სერტიფიკატები)
(b) უცხოური ვალუტა;
(c) დერივატივები, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ფიუჩერსებითა და ოპციონებით;
(d) გაცვლითი კურსის და საპროცენტო განაკვეთის ინსტრუმენტები, მათ შორის, სვოპ და ფორვარდულ განაკვეთზე კონტრაქტები;
(e) მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები;
(f) სხვა სავაჭრო ინსტრუმენტები და ფინანსური აქტივები, მათ შორის, ზოდები.
(7) მონაწილეობა ყველა სახის ფასიანი ქაღალდის გამოშვებაში, მათ შორის, ანდერრაითინგსა და განთავსებაში აგენტის სტატუსით (საჯარო თუ კერძო შეთავაზების გზით) და ზემოაღნიშნულთან დაკავშირებული სხვა მომსახურების მიწოდებაში;
(8) საშუამავლო მომსახურება ფულადი ინსტრუმენტების ბაზარზე;
(9) აქტივების მართვა, როგორიცაა ნაღდი ფულის ან პორტფელის მართვა, ყველა სახის კოლექტიური ინვესტიციის მართვა, საპენსიო ფონდის მართვა, კასტოდიანური, დეპოზიტარული და სატრასტო მომსახურება;
(10) ანგარიშსწორებისა და კლირინგის მომსახურება ფინანსური აქტივებისათვის, მათ შორის ფასიანი ქაღალდებისათვის, დერივატივებისა და სხვა სავაჭრო ინსტრუმენტებისათვის.
(11) ფინანსური ინფორმაციის მიწოდება და გადაცემა, ფინანსური მონაცემების დამუშავება და მასთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფა.
(12) საკონსულტაციო, საშუამავლო და სხვა დამხმარე ფინანსური მომსახურება ყველა იმ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩამოთვლილია 1-11 ქვეპუნქტებში, მათ შორის, საკრედიტო მდგომარეობის შემოწმება და ანალიზი, ინვესტიციებისა და პორტფელის გამოკვლევა და კონსულტაცია, კონსულტაცია შესყიდვებთან და კორპორაციულ რესტრუქტურიზაციასთან და სტრატეგიასთან დაკავშირებით.
(b) „ფინანსური მომსახურების მიმწოდებელი“ გულისხმობს მხარის ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც სურს მიაწოდოს ან აწვდის ფინანსურ მომსახურებას. ტერმინი „ფინანსური მომსახურების მიმწოდებელი“ არ მოიცავს საჯარო უწყებას.
(c) „საჯარო უწყება“ გულისხმობს:
(i) მხარის მთავრობას, ცენტრალურ ბანკს ან მონეტარულ ორგანოს, ან უწყებას, რომელსაც ფლობს ან აკონტროლებს მხარე, რომელიც ძირითადად ახორციელებს სამთავრობო ფუნქციებს ან საქმიანობებს სამთავრობო მიზნებისათვის, გარდა უწყებისა, რომლის ძირითადი საქმიანობაა ფინანსური მომსახურების მიწოდება კომერციული პირობებით; ან
(ii) კერძო კომპანია, რომელიც ასრულებს იმ ფუნქციებს, რომლებსაც ჩვეულებრივ ცენტრალური ბანკი ან მონეტარული ორგანო ახორციელებს, ამ ფუნქციების შესრულებისას.
(d) „ახალი ფინანსური მომსახურება“ გულისხმობს ფინანსური ხასიათის მომსახურებას, მათ შორის არსებულ ან ახალ პროდუქციასთან დაკავშირებულ მომსახურებას, ან მიწოდების ისეთ სახეს, რომლის დროსაც ხდება იმ პროდუქტის მოწოდება, რომლის მიმწოდებელი არის არა ამ მხარის, არამედ მეორე მხარის ტერიტორიის ფინანსური მიმწოდებელ