მხარეები უფრო ინტენსიურს გახდიან თავიანთ რეგიონებს შორის თანამშრომლობას ტრანსნაციონალური და რეგიონებს შორის არსებული პროგრამების საშუალებით, რითაც ხელს შეუწყობენ საქართველოს რეგიონების ჩართულობას ევროპის რეგიონულ სტრუქტურებსა და ორგანიზაციებში და საერთო ინტერესების საფუძველზე შემუშავებული პროექტების განხორციელების გზით, განამტკიცებენ მათ ეკონომიკურ და ინსტიტუციურ განვითარებას.

აღნიშნული ნაბიჯების გადადგმა მოხდება შემდეგ კონტექსტში:

(a)    ტერიტორიული თანამშრომლობის გაგრძელება ევროპის რეგიონებთან  (მათ შორის, ტრანსნაციონალური და საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამების გზით);

(b)   აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა ევროკავშირის ორგანოებთან, მათ შორის, რეგიონების კომიტეტთან და ევროპის სხვადასხვა რეგიონულ პროექტებსა და ინიციატივებში მონაწილეობა;

(c)    თანამშრომლობა, inter alia, ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ კომიტეტთან და ევროპის სივრცითი დაგეგმვის დამკვირვებელთა ქსელთა