(a) მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პოლიტიკის განხორციელება „მცირე ბიზნესის აქტით“ გათვალისწინებულ პრინციპებზე დაყრდნობით და იმპლემენტაციის პროცესის მონიტორინგი რეგულარული დიალოგის საშუალებით. ეს თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს მიკრო და ხელნაკეთობათა საწარმოებზე ფოკუსირებას, რომლებიც ძალზე მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს ეკონომიკებისთვის;
(b) უკეთესი ჩარჩო პირობების შექმნა ინფორმაციის და კარგი პრაქტიკის გაცვლის გზით, რაც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას. აღნიშნული თანამშრომლობა მოიცავს ისეთი სტრუქტურული საკითხების (რესტრუქტურიზაცია) მართვას, როგორებიცაა გარემოს დაცვა და ენერგეტიკა;
(c) რეგულაციებისა და მარეგულირებელი პრაქტიკის გამარტივება და რაციონალიზაცია, სადაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მარეგულირებელი მექანიზმების შესახებ კარგი პრაქტიკის გაცვლის საკითხებზე, ევროკავშირის პრინციპების ჩათვლით;
(d) ინოვაციური პოლიტიკის განვითარების წახალისება კვლევებისა და განვითარების კომერციალიზაციის შესახებ (მათ შორის, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული დამწყები ბიზნესების, კლასტერების განვითარებისა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის დამხმარე მექანიზმები) ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის გზით;
(e) ევროკავშირისა და საქართველოს ბიზნესებს შორის, ასევე ამ ბიზნესებსა და ევროკავშირისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კონტაქტების გაზრდის ხელშეწყობა;
(f) ევროკავშირსა და საქართველოს შორის ექსპორტის ხელშემწყობი საქმიანობის წახალისება;
(g) ევროკავშირისა და საქართველოს შესაბამის სამრეწველო სექტორებში მოდერნიზაციისა და რესტრუქტურიზაციის ხელშეწყობა;
(h) თანამშრომლობის განვითარება და განმტკიცება სამთომოპოვებით მრეწველობებში, რომელიც მიზნად ისახავს ურთიერთგაგების მიღწევას, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და არა-ენერგეტიკულ სამთომოპოვებით დარგში, განსაკუთრებით კი ლითონის მადნეულისა და სამრეწველო წიაღისეულის საკითხებზე ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობის ხელშეწყობას. ინფორმაციის გაცვლა ითვალისწინებს სამთომოპოვებითი და ნედლეულის დარგის განვითარებას, ნედლეულით ვაჭრობას, საუკეთესო პრაქტიკას სამთომოპოვებითი მრეწველობის მდგრადი განვითარების მიმართულებით, ასევე მომზადებას, უნარებს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოება