(a)
მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პოლიტიკის განხორციელება. ეს თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს სტარტაპებისა და ხელნაკეთობათა საწარმოებზე ფოკუსირებას, რომლებიც ძალზე მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ისე გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკისთვის;
(b)
უკეთესი ჩარჩო პირობების შექმნა ინფორმაციის და კარგი პრაქტიკის გაცვლის გზით, რაც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას. აღნიშნული თანამშრომლობა მოიცავს ისეთი სტრუქტურული საკითხების (რესტრუქტურიზაცია) მართვას, როგორებიცაა გარემოს დაცვა და ენერგეტიკა;
(c)
რეგულაციებისა და მარეგულირებელი პრაქტიკის გამარტივება და რაციონალიზაცია, სადაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მარეგულირებელი მექანიზმების შესახებ კარგი პრაქტიკის გაცვლის საკითხებზე;
(d)
ინოვაციური პოლიტიკის განვითარების წახალისება კვლევებისა და განვითარების კომერციალიზაციის შესახებ (მათ შორის, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული დამწყები ბიზნესების, კლასტერების განვითარებისა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის დამხმარე მექანიზმები) ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის გზით;
(e)
საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ბიზნესებს შორის, ასევე ამ ბიზნესებსა და საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კონტაქტების გაზრდის ხელშეწყობა;
(f)
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ექსპორტის ხელშემწყობი საქმიანობის წახალისება;
(g)
საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს შესაბამის სამრეწველო სექტორებში მოდერნიზაციისა და რესტრუქტურიზაციის ხელშეწყობა, საჭიროებისამებრ ;
(h)
თანამშრომლობის განვითარება და განმტკიცება სამთომოპოვებით მრეწველობებსა და ნედლეულის წარმოების დარგში, რომელიც მიზნად ისახავს ურთიერთგაგების მიღწევას, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და არა-ენერგეტიკულ სამთომოპოვებით დარგში, განსაკუთრებით კი ლითონის მადნეულისა და სამრეწველო წიაღისეულის საკითხებზე ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობის ხელშეწყობას. ინფორმაციის გაცვლა ითვალისწინებს სამთომოპოვებითი და ნედლეულის დარგის განვითარებას, ნედლეულით ვაჭრობას, საუკეთესო პრაქტიკას სამთომოპოვებითი მრეწველობის მდგრადი განვითარების მიმართულებით, ასევე მომზადებას, უნარებს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოება