(a)       ენერგეტიკული სტრატეგიები და პოლიტიკა;

(b)      კონკურენტული, გამჭვირვალე და ეფექტიანი ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბება, სადაც მესამე მხარეს ექნება ქსელებსა და მომხმარებლებზე არადისკრიმინაციული წვდომა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, საჭიროებისამებრ, შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების ჩათვლით;

(c)       თანამშრომლობა რეგიონულ ენერგეტიკულ საკითხებზე  და საქართველოს შესაძლო მიერთება ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებასთან, სადაც ამჟამად, საქართველოს დამკვირვებლის სტატუსი აქვს;

(d)      მიმზიდველი და სტაბილური საინვესტიციო გარემოს შექმნა ინსტიტუციური, სამართლებრივი, ფისკალური და სხვა პირობების გათვალისწინებით;

(e)       საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება, ენერგორესურსების, მიმწოდებლების და ტრანსპორტირების  მარშრუტების დივერსიფიცირებისათვის ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მისაღები ფორმით;

(f)        ენერგორესურსების მიწოდების უსაფრთხოების განმტკიცება, ბაზრის ინტეგრაციის გაზრდა და ეტაპობრივი  რეგულაციური დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობის უმთავრეს ელემენტებთან;

(g)       ენერგორესურსებით ვაჭრობის, ტრანზიტისა და ტრანსპორტირების, და ფასების პოლიტიკის, მათ შორის,  ენერგორესურსების გადაცემის ხარჯზე დაფუძნებული აღრიცხვის  ზოგადი სისტემის გრძელვადიანი სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაღრმავება და განმტკიცება, ურთიერთსასარგებლო და არადისკრიმინაციულ საფუძველზე, საერთაშორისო წესების, მათ შორის ენერგოქარტიის ხელშეკრულების მიხედვით;

(h)      ენერგოეფექტურობისა და ენერგიის დაზოგვის ხელშეწყობა ეკონომიკურად და ეკოლოგიურად გამართლებული გზით;

(i)        განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება და ხელშეწყობა, სადაც მთავარი აქცენტი გაკეთდება ჰიდრო რესურსებზე, და ამ სფეროში ორმხრივი და რეგიონული ინტეგრაციის  ხელშეწყობა;

(j)        სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა ენერგიის წარმოებაში, ტრანსპორტირებაში, მიწოდებასა და საბოლოო მოხმარების პროცესში ტექნოლოგიების განვითარებისა და დახვეწის მიზნით, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ენერგოეფექტურობას და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებს;  და

(k)      ბირთვული უსაფრთხოებისა და რადიაციული დაცვის სფეროში თანამშრომლობა: ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს)-ის და სხვა შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების პრინციპებისა და სტანდარტების გათვალისწინებით, რომლებიც დაიდო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ფარგლებში, და შეძლებისდაგვარად შესაბამისობაშია ევროპის ატომური ენერგიის თანამეგობრობის დამფუძნებელ ხელშეკრულებასთა