(a) გარემოსდაცვითი მმართველობა და ჰორიზონტალური საკითხები, მათ შორის სტრატეგიული დაგეგმვა, გარემოზე ზემოქმედების შეფასება და გარემოს სტრატეგიული შეფასება, განათლება და ტრეინინგი, მონიტორინგი და გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემები, ზედამხედველობა და აღსრულება, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, გარემოსთან დაკავშირებულ დანაშაულთან ბრძოლა, ტრანს-სასაზღვრო თანამშრომლობა, გარემოს შესახებ ინფორმაციის საჯაროობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესები და ადმინისტრაციული და სამართლებრივი განხილვის ეფექტიანი პროცედურები;
(b) ჰაერის ხარისხი;
(c) წყლის ხარისხი და წყლის რესურსების მართვა, მათ შორის წყალდიდობის რისკის მართვა, წყლის რესურსების სიმწირე და გვალვები, ასევე საზღვაო გარემო;
(d) ნარჩენების მართვა;
(e) ბუნების დაცვა, მათ შორის, სატყეო მეურნეობა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაცია;
(f) ინდუსტრიული დაბინძურება და ინდუსტრიული საფრთხეები; და
(g) ქიმიური ნივთიერებების მართვა;
2. თანამშრომლობა მიზნად ისახავს გარემოს დაცვის საკითხების ინტეგრირებას არა მხოლოდ გარემოსდაცვით პოლიტიკაში, არამედ პოლიტიკის სხვა სფეროებში