1. კომისიას ეძლევა უფლებამოსილება, მიიღოს დელეგირებული აქტები მე-17 მუხლის შესაბამისად, რათა შეავსოს წინამდებარე რეგულაცია კონკრეტული პროდუქტის ჯგუფებისთვის ეტიკეტებთან დაკავშირებული დეტალური მოთხოვნების დადგენით.

2. პირველ აბზაცში მითითებულ დელეგირებულ აქტებში უნდა განისაზღვროს ის პროდუქტების ჯგუფები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

(a) ყველაზე ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემების შესაბამისად და ევროკავშირის ბაზარზე განთავსებული რაოდენობების გათვალისწინებით, პროდუქტის ჯგუფს უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი პოტენციალი ენერგიის და სადაც ეს შესაძლებელია, სხვა რესურსების დასაზოგად;

(b) პროდუქტის ჯგუფში, ეკვივალენტური ფუნქციონალურობის მქონე მოდელები მნიშვნელოვნად უნდა განსხვავდებოდნენ შესაბამის მწარმოებლურობის დონეებში;

(c) არ უნდა ჰქონდეს ადგილი მნიშვნელოვან უარყოფით ზემოქმედებას პროდუქტის ჯგუფის ხელმისაწვდომობასა და ექსპლუატაციის ვადის დანახარჯებთან დაკავშირებით;

(d) პროდუქტის ჯგუფისთვის ენერგო ეტიკეტირების მოთხოვნების შემოღებამ მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება არ უნდა იქონიოს პროდუქტის ფუნქციონალურობაზე მოხმარების დროს;

3. კონკრეტულ პროდუქტის ჯგუფთან დაკავშირებულ დელეგირებულ აქტებში, კერძოდ, უნდა განისაზღვროს შემდეგი:

(a) კონკრეტული პროდუქტის ჯგუფის განმარტება, რომელიც შედის მე-2 მუხლის 1-ლ პუნქტში მოცემული „ენერგომოხმარების პროდუქტები“ განმარტებაში, რომელიც უნდა გათვალისწინებულ იქნეს ეტიკეტირების დამატებითი მოთხოვნებით;

(b) ეტიკეტის დიზაინი და შინაარსი, მათ შორის, მასშტაბი, რომელიც აჩვენებს A-G-სგან შემდგარი ენერგიის მოხმარებას, რომელსაც, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა ჰქონდეს დიზაინის ერთიანი მახასიათებლები პროდუქტის მთელს ჯგუფებში, და რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა იყოს მკაფიო და გასაგები. კლასიფიკაციის A-G ეტაპები უნდა შეესაბამებოდეს ენერგიისა და ხარჯების მნიშვნელოვან დანაზოგებს და პროდუქტის სათანადო დიფერენციაციას მომხმარებლის პერსპექტივიდან გამომდინარე. მან აგრეთვე უნდა განსაზღვროს ის, თუ კლასიფიკაციის A-G ეტაპები და საჭიროების შემთხვევაში, ენერგომოხმარება როგორ იქნება ნაჩვენები ეტიკეტზე გამოსაჩენ ადგილზე;

(c) საჭიროების შემთხვევაში, სხვა რესურსების და პროდუქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გამოყენება, რა შემთხვევაშიც ეტიკეტზე ხაზი უნდა გაესვას პროდუქტის ენერგო ეფექტიანობას. დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს არაორაზროვანი და მას უარყოფითი ზემოქმედება არ უნდა ჰქონდეს ეტიკეტის, როგორც მთლიანის, მკაფიოდ გაგებასა და ეფექტიანობაზე მომხმარებლებისთვის. ის უნდა ეფუძნებოდეს პროდუქტის იმ ფიზიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებულ მონაცემებს, რომლებიც გაზომვადია და შემოწმებადია ბაზრის ზედამხედველობის ორგანოების მიერ;

(d) საჭიროების შემთხვევაში, მითითების ჩართვა ეტიკეტზე, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს განსაზღვრონ ჭკვიანი ენერგოეფექტური პროდუქტები, ანუ რომლებსაც შეუძლიათ ავტომატურად შეცვალონ თავისი მოხმარების ნორმები და მოახდინონ მათი ოპტიმიზაცია ისეთ გარე სტიმულებზე საპასუხოდ, როგორებიცაა სიგნალები სახლის ცენტრალური ენერგო მართვის სისტემიდან ან ამ სისტემის მეშვეობით, ფასის სიგნალები, პირდაპირი კონტროლის სიგნალები, ადგილობრივი გაზომვა) ან შეუძლიათ იმ სხვა მომსახურებების მიწოდება, რომლებიც ზრდიან განახლებადი ენერგიის ენერგოეფექტიანობას და განთავსებას, მთელს ენერგოსისტემაში ენერგიის გარემოზე ზემოქმედების გაუმჯობესების მიზნით;

(e) ის ადგილები, სადაც ეტიკეტი უნდა გამოიფინოს,მაგალითად, პროდუქტის ნიმუშზე დართვით, სადაც ის არ დაზიანდება, შეფუთვაზე დაბეჭდვით, ელექტრონული ფორმატით ან ონლაინ გამოფენით, მე-3(1) მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, და შედეგები მომხარებლების, მიმწოდებლებისა და დილერებისთვის;

(f) საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტების ეტიკეტირების ელექტრონული საშუალებები;

(g) ის ფორმა, რომლითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს ეტიკეტი და პროდუქტის საინფორმაციო ბარათი დისტანციური გაყიდვების შემთხვევაში;

(h) მოთხოვნილი შინაარსი და საჭიროების შემთხვევაში, ფორმატი და სხვა დეტალები პროდუქტის საინფორმაციო ბარათთან და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, მათ შორის, პროდუქტის საინფორმაციო ბარათის პარამეტრების მონაცემთა ბაზაში შეყვანის შესაძლებლობა მე-3(1) მუხლის შესაბამისად;

(i) სისწორეზე შემოწმებისას დასაშვები ცდომილებები, რომლებიც უნდა გამოიყენონ წევრმა სახელმწიფოებმა მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებისას;

(j) როგორ უნდა მოხდეს ენერგიის კლასისა და ეტიკეტზე არსებული ეფექტიანობის კლასების დიაპაზონის ჩართვა ვიზუალურ რეკლამებში და ტექნიკურ სარეკლამო მასალაში, მათ შორის, გარჩევადობა და ხილვადობა;

(k) მე-13 მუხლში მითითებული გაზომვისა და გაანგარიშების მეთოდები, რომლებიც უნდა გამოყენებულ იქნეს ეტიკეტისა და პროდუქტის საინფორმაციო ბარათის განსაზღვრისთვის, მათ შორის, ენერგოეფექტურობის ინდექსის (EEI) განმარტება, ან ეკვივალენტური პარამეტრი;

(l) უფრო დიდი ზომის მოწყობილობებისთვის საჭიროა თუ არა ენერგოეფექტიანობის უფრო მაღალი დონე ენერგიის მოცემული კლასის მისაღწევად;

(m) ეტიკეტზე იმ დამატებითი მითითებების ფორმატი, რომელიც მომხმარებლებს ელექტრონული საშუალებებით წვდომას აძლევს უფრო დეტალურ ინფორმაციაზე იმ პროდუქტის მახასიათებლის შესახებ, რომელიც შეტანილია პროდუქტის საინფორმაციო ბარათში. ამ მითითებების ფორმატმა უნდა მიიღოს ვებ-გვერდის მისამართის, სწრაფი გამოხმაურების კოდის (QR კოდის), ონლაინ ეტიკეტებზე ბმულის ან სხვა ნებისმიერი შესაბამისი, მომხმარებელზე ორიენტირებული საშუალებების ფორმა;

(n) როგორც, როცა შესაბამისი ენერგიის კლასები აღწერენ პროდუქტის მიერ ენერგიის მოხმარებას გამოყენებისას, უნდა იქნეს ნაჩვენები პროდუქტის ინტერაქტიულ დისპლეიზე;

(o) მონაცემები დელეგირებული აქტის შესაფასებლად და შესაძლო შემდგომი შესწორებისთვის;

(p) საჭიროების შემთხვევაში, განსხვავებები ენერგო ეფექტიანობაში განსხვავებულ კლიმატურ რეგიონებში;

მე-4(6) მუხლში შესაბამისობის ნაწილში ინფორმაციის შენახვის მოთხოვნასთან დაკავშირებით, 15 წელზე ნაკლები შენახვის პერიოდი, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ექსპლუატაციის საშუალო ვადასთან მიმართებაში.

4. კომისიამ უნდა მიიღოს ცალკე დელეგირებული აქტი თითეული კონკრეტული პროდუქტის ჯგუფისთვის. როცა კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული პროდუქტის ჯგუფისთვის დელეგირებული აქტის დროის განრიგის შესახებ, მან მიღება არ უნდა გადადოს სხვა კონკრეტული პროდუქტის ჯგუფის შესახებ დელეგირებული აქტის მიღებასთან დაკავშირებული მიზეზებით, თუკი განსაკუთრებული გამონაკლისები სხვა რამეს ითხოვენ.

5. კომისიამ უნდა აწარმოოს განახლებული ინვენტარიზაცია ყველა შესაბამისი დელეგირებული აქტის, აგრეთვე იმ ზომების, რომლებიც შეიმუშავებენ დირექტივა 2009/125/EC-ს, მათ შორის, სრული მითითებები ყველა შესაბამის ჰარმონიზებულ სტანდარტზ