წინამდებარე რეგულაცია ძალაში შედის ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მისი გამოქვეყნებიდან მეოთხე დღეს.

ის გამოიყენება 2017 წლის 1 აგვისტოდან.

მეორე აბზაციდან გამონაკლისის სახით, მე-4 მუხლი, რომელიც შეეხება მიმწოდებლების ვალდებულებებს პროდუქტის მონაცემთა ბაზასთან მიმართებაშ, გამოიყენება 2019 წლის 1 იანვრიდან.

წინამდებარე რეგულაცია შესასრულებლად სავალდებულოა მთლიანად და ის გამოიყენება უშუალოდ ყველა წევრ სახელმწიფოში.

შედგენილია სტრასბურგში, 2017 წლის 4 ივლისს.

ევროპარლამენტის სახელით

თავმჯდომარე

ა. ტაჯანი

ევროსაბჭოს სახელით

თავმჯდომარე

მ. მაასიკა
სი

დანართი I

პროდუქტის მონაცემთა ბაზაში შესაყვანი ინფორმაცია და ფუნქციონალური კრიტერიუმები მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილისთვის

1. მიმწოდებლის მიერ მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილში შესაყვანი ინფორმაცია:

(a) მიმწოდებლის სახელი ან სავაჭრო ნიშანი, მისამართი, საკონტაქტი ინფორმაცია და სხვა იურიდიული საიდენტიფიკაციო ინფორმაცია;

(b) მოდელის იდენტიფიკატორი;

(c) ეტიკეტი ელექტრონულ ფორმატში;

(d) ენერგოეფექტიანობის კლას(ებ)ი და ეტიკეტის სხვა პარამეტრები;

(e) პროდუქტის საინფორმაციო ბარათის პარამეტრები ელექტრონულ ფორმატში.

2. კომისიის მიერ ონლაინ პორტალში შესაყვანი ინფორმაცია:

(a) წევრი სახელმწიფოს ბაზრის ზედამხედველობის ორგანოების საკონტაქტო ინფორმაცია;

(b) სამუშაო გეგმა მე-15 მუხლის შესაბამისად;

(c) საკონსულტაციო ფორუმის ოქმები;

(d) დელეგირებული და განმახორციელებელი აქტების, გარდამავალი გაზომვის და გაანგარიშების მეთოდი და გამოყენებადი ჰარმონიზებული სტანდარტების ინვენტარიზაცია.

3. მიმწოდებლის მიერ მონაცემთა ბაზის შესაბამისობის ნაწილში შესატანი ინფორმაცია:

(a) ბაზარზე უკვე განთავსებული ყველა ექვივალენტური მოდელის მოდელის იდენტიფიკატორი;

(b)  მე-12(5) მუხლში აღნიშნული ტექნიკური დოკუმენტაცია.

კომისიამ უნდა უზრუნველყოს ბმული ბაზარზე ზედამხედველობის საინფორმაციო და საკომისიო სისტემაზე, რომელიც მოიცავს წევრი სახელმწიფოების მიერ შესრულებული შესაბამისობის შემოწმებების და მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიებების შედეგს.

4. ფუნქციონალური კრიტერიუმები პროდუქტის მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილისთვის:

(a) თითოეული პროდუქტის მოდელის აღდგენა უნდა შესაძლლებელი იყოს ცალკეული ჩანაწერის სახით;

(b) მან უნდა მოახდინოს თითოეული მოდელის ენერგოეტიკეტის ერთჯერადად სანახავი, გადმოსაწერი და დასაბეჭდი ფაილის გენერირება, აგრეთვე პროდუქტის დასრულებული საინფორმაციო ბარათის ლიგვისტური ვერსიების გენერირება ევროკავშირის ყველა ოფიციალურ ენაზე;

(c) ინფორმაცია უნდა იყოს მანქანის მიერ წაკითხვადი, დახარისხებადი და მოძიებადი უსასყიდლოდ, ამასთან, დაცული უნდა იყოს მესამე მხარის მიერ გამოყენების ღია სტანდარტები;

(d) ონლაინ ტექნიკური დახმარების სამსახური ან მიმწოდებლის საკონტაქტო პირი უნდა დადგინდეს და შენარჩნდეს, პორტალზე მკაფიო მითითების გაკეთებით.

დანართი II

კორელაციის ცხრილი

დირექტივა 2010/30/EU

წინამდებარე რეგულაც