2. ამ მიზნით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები და უზრუნველყონ, რომ საკონტაქტო წერტილების სიმჭიდროვე და წვდომის წერტილები ითვალისწინებდეს მომხმარებელთა საჭიროებებს.

3. ისინი მიიღებენ ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი(ები) უზრუნველყოფდეს ყოველ სამუშაო დღეს და არანაკლებ კვირაში ხუთი დღისა, გარდა იმ გარემოებებისა და გეოგრაფიული პირობებისა, რომლებიც გამონაკლისად არის მიჩნეული ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ, როგორც მინიმუმ:

- ერთ შეგროვებას,- ერთ მიწოდებას ფიზიკური ან იურიდიული პირის სახლში ან შენობაში, ან გამონაკლისის სახით, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შეხედულებით, ერთ მიწოდებას შესაბამის დანადგარებში.

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამ პუნქტის შესაბამისად მინიჭებული ნებისმიერი გამონაკლისი ან გადახრა უნდა ეცნობოს კომისიას და ყველა ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს.

4. თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ უნივერსალური მომსახურება მოიცავდეს შემდეგი ობიექტების მინიმუმს:

- ორ კილოგრამამდე წონის საფოსტო გზავნილების შეგროვება, დახარისხება, ტრანსპორტირება და დისტრიბუცია,- 10 კილოგრამამდე წონის საფოსტო ამანათების შეგროვება, დახარისხება, ტრანსპორტირება და დისტრიბუცია,- რეგისტრირებულ და დაზღვეულ გზავნილებთან დაკავშირებული მომსახურება.

5. ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა შეიძლება გაზარდონ უნივერსალური მომსახურებით დაფარული საფოსტო ამანათების ზღვრული წონა არაუმეტეს 20 კილოგრამამდე და დაადგინონ სპეციალური ზომები ასეთი ამანათების კარდაკარ მიწოდებისთვის.

მოცემული წევრი სახელმწიფოს მიერ დადგენილი უნივერსალური მომსახურებით დაფარული საფოსტო ამნათების ზღვრული წონის მიუხედავად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სხვა წევრი სახელმწიფოებისგან მიღებული 20 კილოგრამამდე წონის საფოსტო ამანათების მიწოდება მათ ტერიტორიაზე მოხდეს.

6. განსახილველი საფოსტო გზავნილების მინიმალური და მაქსიმალური ზომა ისეთი იქნება, როგორიც ეს დადგენილია კონვენციითა და მსოფლიო საფოსტო კავშირის მიერ მიღებული ხელშეკრულებით საფოსტო გზავნილების შესახებ.

7. ამ მუხლით განსაზღვრული უნივერსალური მომსახურება მოიცავს როგორც ეროვნულ, ასევე ტრანსსასაზღვრო მომსახურებებ