1. ტარიფები, რომლებიც დაწესებულია ერთი მხარის ავიასაწარმოთა მიერ მეორე მხარის ტერიტორიაზე, ან ტერიტორიიდან გადაყვანა–გადაზიდვებისათვის, უნდა დადგენილ იქნან გონივრულად ყველა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით, სხვა ავიასაწარმოების საექსპლუატაციო ხარჯების, სათანადო მოგებისა და ტარიფების ჩათვლით. მხარეები მიუღებლად თვლიან ტარიფებს, რომლებიც გაუმართლებლად მაღალი ან შემზღუდველია დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო ან ხელოვნურად შემცირებულია ავიასაწარმოს დაცვის მიზნით პირდაპირი ან არაპირდაპირი სახელმწიფო სუბსიდიების ან მხარდაჭერის ხარჯზე დისკრიმინაციული ფასების აღკვეთის და ფასებისაგან მომხმარებლის დაცვის პრაქტიკის გამოყენების მიზნით.
2. ამ მუხლის 1–ლ პუნქტში აღნიშნული ტარიფები, შეძლებისდაგვარად უნდა იქნან შეთანხმებული ორივე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის და ასეთი შეთანხმება შეძლებისდაგვარად მიღწეულ უნდა იქნას საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ტარიფების დადგენის მექანიზმის გამოყენებით.
3. ამგვარად შეთანხმებული ტარიფები დასამტკიცებლად წარედგინება ორივე მარის საავიაციო ხელისუფლების ტარიფების ძალაში შესვლისათვის შემოთავაზებულ თარიღამდე ორმოცდა ხუთი (45) დღით ადრე. განსაკუთრებულ შემთხვევებში ეს ვადა შეიძლება შემცირებულ იქნას აღნიშნული ხელისუფლებების შეთანხმებით.
4. თანხმობა ტარიფის გამოყენებაზე შეიძკლება მიცემული კონკრეტული პასუხის გზით. თუ შესაბამისი საავიაციო ხელისუფლებები ტარიფების წარდგენის მომენტიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში ამ მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად არ გამოხატავენ უთანხმოებას ტარიფის შესახებ, მაშინ, ტარიფები ჩაითვლება დამტკიცებულად. თუ მცირდება მე–3 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების პერიოდი, მაშინ საავიაციო ხელისუფალთ შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ შეტყობინების ვადა იქნება ოცდაათ (30) დღეზე ნაკლები.
5. თუ ვერ მოხერხდა დასამტკიცებლად წარდგენილი ტარიფების შეთანხმება ამ მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ან თუ ამ მუხლის მე–4 პუნქტში აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ერთი მხარის საავიაციო ხელისუფლება მეორე მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეატყობინებს, რომ არ ეთანხმება ამ მუხლის მე–2 პუნქტის დებულებათა შესაბამისად შეთანხმებულ რომელიმე ტარიფს, მაშინ ორივე მხარის საავიაციო ხელისუფლება უნდა შეეცადოს ასეთი ტარიფის დადგენას მათ შორის ურთიერთშეთანხმებით.
6. თუ საავიაციო ხელისუფლებები ვერ შეძლებენ შეთანხმდნენ ამ მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად წარმოდგენილ ნებისმიერ ტარიფზე, ან ამ მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად ნებისმიერი ტარიფის განსაზღვრაზე, უთანხმოება უნდა გადაიჭრას ამ შეტანხმების მე–18 მუხლის დებულებათა შესაბამისად.
7. ტარიფი, დადგენილი ამ მუხლის დებულებების შესაბამისად ძალაში რჩება იმ დრომდე, ვიდრე არ დამტკიცდება ახალი ტარიფი. მიუხედავად ამისა, ამავე პუნქტის თანახმად ტარიფის გამოყენებას ვადა არ შეიძლება გაგრძელებულ იქნას არა უმეტეს 12 თვისა იმ დღიდან, რომლიდანაც ტარიფი ითვლება ძალადაკარგულად.
8. მხარეების საავიაციო ხელისუფლებები ყოველ დონეს იხმარენ, რათა მათ მიერ დანიშნულმა ავიასაწარმოებმა დაიცვან შეთანხმებული ტარიფები, რომლებიც დამტკიცებულია ორივე მხარის საავიაციო ხელისუფლების მიერ და რომ არც ერთმა ავიასაწარმომ არავის არ მისცეს უფლება მოახდინოს ასეთი ტარიფების შემცირება პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით საავიაციო ხელისუფალთა მიერ დამტკიცების გარეშე, რომელიც შეიძლება გაცემულ იქნეს საერთო საფუძვლებზე, ან მთელ რიგ შემთხვევებში. ერთი მხარის ავიასაწარმო შეღავათების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს მეორე მხარეს შეღავათების გატარებამდე 30 დღით ადრე