ამ შეთანხმების გამოყენებასა და განმარტების მიზნით, თუ სხვა რამ არ გამომდინარეობს ტექსტიდან:
a) ტერმინი „კონვენცია“ ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოწერისათვის გახსნილ კონვენციას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ და შეიცავს კონვენციის ნებისმიერ დანართს, მიღებულს ამ კონვენციის 90–ე მუხლის თანახმად, ასევე დანართისა, თუ კონვენციის ნებისმიერ შესწორებას მიღებულს კონვენციის 90–ე და 94–ე მუხლების თანახმად იმდენად, რამდენადაც ასეთი დანართი და შესწორებები აღიარებულია ორივე მხარის მიერ;
b) ტერმინი „საავიაციო ხელისუფლება“ ნიშნავს:
საქართველოსთან მიმართებაში – ტრანსპორტის სამინისტროს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტს, ან ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, უფლებამოსილს განახორციელოს ის ფუნქციები, რომლებიც ამჟამად სრულდება ამ სამინისტროსა და დეპარტამენტის მიერ;
მოლდოვას რესპუბლიკასთან მიმართებაში – სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო ადმინისტრაციას ან ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, უფლებამოსილს განახორციელოს ის ფუნქციები, რომლებიც ამჟამად სრულდებბა ამ ადმინისტრაციის მიერ.
c) ტერმინი „ დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც დანიშნული და უფლებამოსილია ამ შეთანხმების მე–3 მუხლის თანახმად;
d) ტერმინი „ტერიტორია“ სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს სახმელეთო ზედაპირს და მის მიმდებარე ტერიტორიულ და შიდა წყლებს, საჰაერო სივრცეს მათ თავზე, რომლებიც მდებარეობენ ამ სახელმწიფოს სუვერენიტეტის , სუზერენიტეტის, პრორექტორატის ან მანდატის ქვეშ;
e) ტერმინებს: „საჰაერო მიმოსვლა“, საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“,“ ავიასაწარმო“ და „გაჩერება არაკომერციული მიზნებით“ აქვთ კონვენციის 96– მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მნიშვნელობები;
f) ტერმინი „შეთანხმება“ ნიშნავს ამ შეთანხმებას, მისი დამატებებისა და ნებისმიერი შესწორებების მე–19 მუხლის შესაბამისად;
g) ტერმინი „დადგენილი მარშრუტები“ ნიშნავს შეთანხმების დანართში დადგენილ და დასადგენ მარშრუტებს;
h) ტერმინი „შეთანხმებული ხაზები“ ნიშნავს დადგენილი მარშრუტებით ექსპლუატირებულ საერთაშორისო ავიახაზებს ამ შეთანხმების დანართის შესაბამისად;
i) ტერმინი „ტარიფი“ ნიშნავს მგზავრთა გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადატანის ღირებულებას და ამ ღირებულების ამოღების პირობებს გადასახადის თანხის, სააგენტო და სხვა სახის მომსახურების ჩათვლით, საფოსტო გადაზიდვების ღირებულების და პირობების გამოკლებით;
j) ტერმინი „ტევადობა“, შეთანხმებული ხაზების“ მიმართ ნიშნავს ამ ავიახაზებზე გამოყენებული საჰაერო ხომალდის ტევადობას, გამრავლებულს ამ საჰაერო ხომალდის მიერ შესრულებული რეისების სიხშირეზე მთელ მარშრუტზე ან მის მონაკვეთზე.
2. ამ შეთანხმების თითოეული მუხლის დასაწყისში მოცემულ სათაურებს აქვთ საცნობარო ხასიათი და არ განსაზღვრავენ, არ ზღუდავენ და არ აღწერენ ამ შეთანხმების მიზანს ან განზრახვებს
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ
მუხლი 1. ტერმინთა განსაზღვრებანი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. უფლებათა მინიჭება
- მუხლი 3. ავიასაწარმოს დანიშვნა და ექსპლუატაციის ნებართვის მინიჭება
- მუხლი 4. ფრენების ნებართვების გაუქმება ან შეჩერება
- მუხლი 5. საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან გათავისუფლება
- მუხლი 6. ტარიფები
- მუხლი 7. წარმომადგენლობა
- მუხლი 8. კანონებისა და წესების გამოყენება
- მუხლი 9. მოწმობებისა და ლიცენზიების აღიარება
- მუხლი 10. საავიაციო უშიშროება
- მუხლი 11. ანგარიშწორება, შემოსავლების გადარიცხვა
- მუხლი 12. გადასახადებისაგან გათავისუფლება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 1. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208208/muxli-1/