1. პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისა და სხვა წყალმომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფებს ადგენს ეროვნული კომისია.
2. ეროვნული კომისია აგრეთვე განსაზღვრავს პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფში ცვლილების შეტანის პროცედურასა და ფორმას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენისას ეროვნული კომისია უფლებამოსილია პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელზე განსხვავებული პროპორციით, პროფილური წყალმომხმარებლის სასარგებლოდ გაანაწილოს.
საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2817 – ვებგვერდი, 19.05.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.05.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 03.05.2023 კანონი №2817
წინა რედაქცია (26.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფი 1. პირველადი წყალმომხმსარგებლისთვ მის პიერვ წყალმომხმარებელთად ორგანიზაციისა და სხვა წყალმოსმხმარგებლის მთვიერს გაწეული მომსახურების ტარიფებს ადგენს ეროვნული კომისია. 2. ეროვნული კომისია აგრეთვე განსაზღვრავს პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფში ცვლილების შეტანის პროცედურასა და ფორმას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენისას ეროვნული კომისია უფლებამოსილია პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელზე განსხვავებული პროპორციით, პროფილური წყალმომხმარებლის სასარგებლოდ გაანაწილოს.