ამ კანონის მიზნები და ამოცანებია:
ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნებისა და განვითარებისთვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა;
ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ საირიგაციო ინფრასტრუქტურით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება;
გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისა და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ საირიგაციო მომსახურების გაწევის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა;
დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი;
ე) წყლის მიწოდებისას პროფილური წყალმომხმარებლისთვის პრიორიტეტული გარემოს შექმნა;
ვ) სხვა წყალმომხმარებლის მიერ წყლის საირიგაციო სისტემის მეშვეობით მიღებასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგება.
საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2817 – ვებგვერდი, 19.05.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.05.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 03.05.2023 კანონი №2817
წინა რედაქცია (26.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2. კანონის მიზნები და ამოცანები ამ კანონის მიზნები და ამოცანებია: ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნებისა და განვითარებისთვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა; ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ საირიგაციო ინფრასტრუქტურით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება; გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისა და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ საირიგაციო მომსახურების გაწევის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა; დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი; ე) წყლის მიწოდებისას პროფილური წყალმომხმარებლისთვის პრიორიტეტული გარემოს შექმნა; ვ) სხვა წყალმომხმარებლის მიერ წყლის საირიგაციო სისტემის მეშვეობით მიღებასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგება.