1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრების სია, აგრეთვე მონაცემები წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის თითოეული წევრის მიერ დაკავებული მიწის ფართობის შესახებ;

ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრებისა და გამგეობის სხდომების ოქმები;

გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის შესახებ მონაცემები;

დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის რუკა;

ე) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდება.

2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა სავალდებულო