2. რეესტრში სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმებით შენობა-ნაგებობების გადაცემის რეგისტრაციის საფუძველია გადაცემის ხელშეკრულების და თანდართული მასალების (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, საბალანსო მაჩვენებლები) წარდგენა რეესტრის მწარმოებელ სამსახურში.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს რეესტრში მონაცემები შეაქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმებით გადაცემის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ან მისი ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
4. რეესტრის მწარმოებელ სამსახურს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმებით გადაცემის შესახებ დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი თანდართული მასალებით (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, საბალანსო მაჩვენებლები) უნდა მიეწოდოს ხელშეკრულების დადებიდან 14 დღის ვადაში.
5. რეესტრის მწარმოებელი სამსახური ვალდებულია დადგენილი წესით რეგისტრაციაში შეიტანოს მონაცემები დანართი №1-ის მიხედვი