1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ძირითადი ფუნქციებია:
ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის (მეორე რიგის/მესამე რიგის არხი, ლოკალური საირიგაციო სისტემა, ჰიდროტექნიკური ერთეული) მართვა, მოვლა-შენახვა და ექსპლუატაცია, აგრეთვე წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების შესაბამისად წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებისთვის მომსახურების გაწევა, აგრეთვე ხელშეკრულების საფუძველზე სხვა წყალმომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა;
გ) მიწოდების წერტილში მიღებული წყლის რაციონალურად განაწილება;
დ) წყალსარგებლობის საფასურის ამოღება და პირველად წყალმოსარგებლესთან ანგარიშსწორება;
ე) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რომლის ფორმას ამტკიცებს სამინისტრო.
2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის (მეორე რიგის/მესამე რიგის არხები და ლოკალური საირიგაციო სისტემები) მოვლა-შენახვასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე წყლის მიწოდებას ახორციელებს მხოლოდ წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია.
საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2817 – ვებგვერდი, 19.05.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.05.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 03.05.2023 კანონი №2817
წინა რედაქცია (26.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციები 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ძირითადი ფუნქციებია: ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის (მეორე რიგის/მესამე რიგის არხი, ლოკალური საირიგაციო სისტემა, ჰიდროტექნიკური ერთეული) მართვა, მოვლა-შენახვა და ექსპლუატაცია, აგრეთვე წყლის მიწოდებასთან დაკავშირებულიგაციო მომსახურების გაწევა; ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების შესაბამისად წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებისთვის მომსახურების გაწევა, აგრეთვე ხელშეკრულების საფუძველზე სხვა წყალმომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა; გ) მიწოდების წერტილში მიღებული წყლის აღრიცხვა და მისი რაციონალურად განაწილება; დ) წყალსარგებლობის საფასურის ამოღება და პირველად წყალმოსარგებლესთან ანგარიშსწორება; ე) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რომლის ფორმას ამტკიცებს სამინისტრო. 2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის (მეორე რიგის/მესამე რიგის არხები და ლოკალური საირიგაციო სისტემები) მოვლა-შენახვასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე წყლის მიწოდებას ახორციელებს მხოლოდ წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია.