1. წყალმომარაგების ტარიფის დადგენისას კომისია უფლებამოსილია 2027 წლის 1 იანვრამდე არ გაითვალისწინოს ამ კანონის 146-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა და წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებზე განსხვავებული პროპორციით გადაანაწილოს.

2. წყალმომარაგების სისტემების სრულად მოწესრიგებამდე კომისია უფლებამოსილია გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო ან/და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის წყალმომარაგების საფასურის დარიცხვის წესი სეზონურობის გათვალისწინებით განსხვავებულად განსაზღვრო