1. ამ კანონის 138-ე მუხლით გათვალისწინებული მიწოდების უსაფრთხოების მონიტორინგის პირველი ანგარიში მომზადდეს 2021 წლის 31 მარტამდე.

2. ამ კანონის 143-ე მუხლით გათვალისწინებული მიწოდების უსაფრთხოების მონიტორინგის პირველი ანგარიში მომზადდეს 2022 წლის 31 მარტამდე.

3. საქართველოს მთავრობამ და სამინისტრომ უზრუნველყონ ამ კანონის 170-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ვადებში შესაბამისი მიწოდების უსაფრთხოების მარეგულირებელი სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება და დამტკიცება ან/და მოქმედ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანა ამ კანონის მოთხოვნათა გასათვალისწინებლად.

4. კომისიამ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის ან/და ნახშირბადის მონოქსიდის დეტექტორების გამოყენების შესახებ რეკომენდაციების მომზადება და თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებ