1. ამ კანონის 148-ე მუხლის მოთხოვნები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული:

ა) ელექტროენერგეტიკული საწარმოების მიერ − არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა;

ბ) ბუნებრივი გაზის ან სხვა რეგულირებული საწარმოების მიერ − არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა.

2. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მარეგულირებელი ღონისძიების გამოყენებას უზრუნველყოფს კომისია.

3. კომისიამ უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის სექტორში გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატებისთვის ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი სისტემის დამტკიცება 2023 წლის 31 დეკემბრამდე. წყალმომარაგების ლიცენზიატებისთვის ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი სისტემის დამტკიცება კომისიამ უზრუნველყოს 2024 წლის 31 დეკემბრამდ