1. რეგლამენტის შესაბამისი დებულების თანახმად, ჩაკეთებულ და შეფუთულ მალფუჭებად ბიოლოგიურ ნივთიერებებზე და რადიოაქტიურ ნივთიერებებზე ვრცელდება პრიორიტეტული გზავნილებების ან წერილების ტარიფი და შეკვეთილი წესით გადაგზავნის ტარიფი. მათი დაშვება იზღუდება წევრი ქვეყნების ურთიერთობებით. ის საფოსტო ადმინისტრაციები, რომლებმაც განაცხადეს თავიანთი თანხმობის შესახებ დაუშვან ეს გზავნილებები ურთიერთგაცვლით ან მხოლოდ ერთი მიმართულებით. ასეთი ნივთიერებები იგზავნება ყველაზე ჩქარი, ჩვეულებრივ საჰაერო გზით, შესაბამისი დამატებით საჰაერო ტარიფების გადახდის პირობით.
2. მალფუჭებადი ბიოლოგიური ნივთიერებები შეიძლება გაიცვალოს მხოლოდ ორ კომპეტენტურ, ოფიციალურად აღიარებულ ლაბორატორიას შორის, ხოლო რადიოაქტიური ნივთიერებების გაგზავნის უფლება აქვთ მხოლოდ იმ ორგანიზაციებს, რომელთაც გააჩნიათ ამაზე სპეციალური ნებართვა.