1. გზავნილებები, რომლებიც არ პასუხობენ კონვენციისა და რეგლამენტის პირობებს, არ დაიშვებიან.
2. გზავნილებები, გარდა ფასგამოცხადებული გზავნილებებისა, არ შეიძლება შეიცავდნენ მონეტებს, საბანკო ბილეთებს, საკრედიტო ბილეთებს ან რაიმე ფასეულობებს წარმდგენზე, საგზაო ჩეკებს, პლატინას, ოქროს ან ვერცხლის ნაკეთობის ან დაუმუშავებული სახით, ძვირფას ქვებს, საიუველირო ნაკეთობებს ან სხვა ძვირფას ნივთებს. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ან დანიშნულების ქვეყნის შიდა კანონმდებლობა ამის უფლებას იძლევა, ეს საგნები შეიძლება გადაგზავნილ იქნენ დახურული კონვერტით, როგორც შეკვეთილი გზავნილება.
3. წერილები, რომელთა მიმოცვლა ხდება იმ პირებს შორის, რომლებიც არ არიან გამგზავნები ან მიმღებნი, ან მათთან მცხოვრები პირები, არ შეიძლება შეიცავდნენ ისეთ დოკუმენტებს, რომელთაც აქვთ მიმდინარე ან პირადი მიწერ-მოწერის ხასიათი. თუ მიწოდების ან დანიშნულების ადმინისტრაცია დაადგენს მათ არსებობას სახეზე, იგი მათ მიმართ იმოქმედებს თანახმად თავისი კანონმდებლობისა.
4. გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, ბეჭდვით გამოცემებს და სეკოგრამებს:
4. 1. არ შეიძლება ჰქონდეთ რაიმე ანოტაცია, ან შეიცავდნენ მიმდინარე და პირადი მიწერ–მოწერის ხასიათის მქონე რაიმე დოკუმენტს;
4. 2. არ შეიძლება შეიცავდნენ საფოსტო მერკებს, დაშტემპელებულ ან არადშტემპელებულ გადახდის ბლანკებს, რაიმე ფასიან დოკუმენტებს.
5. აკრძალულია წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებებით ქვემოთ ჩამოთვლილი საგნების გადაგზავნა:
5.1. ნარკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები;
5.2. ფეთქებადი, აალებადი ან სხვა საშიში ნივთიერებანი (ამ აკრძალვის ქვეშ არ ხვდება § 24-ში მითითებული მალფუჭებადი ბიოლოგიური და რადიოაქტიური ნივთიერებები);
5.3. არაზნეობრივი ან უხამსი ხასიათის საგნები;
5.4. საგნები, რომელთა შემოტანა ან მოხმარება აკრძალულია დანიშნულების ქვეყანაში.
6. წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებების შიგთავსში აკრძალულია ცოცხალი ცხოველების მოთავსება.
6.1. მიუხედავად ამისა, დაიშვება გარდა ფასგამოცხადებული გზავნილებებისა, წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებებით გაიგზავნოს:
6.1.1. ფუტკრები, წურბელები და აბრეშუმის ჭიები;
6.2.2. პარაზიტები და მავნე მწერების გამანადგურებლები, რომლებიც განკუთვნილი არიან ამ მწერების გამოსაკვლევად და რომლებიც იცვლებიან ოფიციალურ დაწესებულებებს შორის.
7. შეცდომით მიღებული გზავნილების დამუშავება განსაზღვრულია რეგლამენტით. ამასთან §5.1., 5.2., 5.3. -ში ჩამოთვლილი ნივთიერებების შემცველი გზავნილებები არც ერთ შემთხვევაში არ ექვემდებარებიან დანიშნულების ადგილზე მიტანას, ადრესატზე ჩაბარებას ან მიწოდების ადგილზე უკან დაბრუნება