1. წერილობითი კორესპონდენციის გამგზავნს შეუძლია ითხოვოს მისი დაბრუნება, მისამართის შეცვლა ან შესწორება მანამ, სანამ ეს გზავნილება:
1. 1. არ იქნება გაცემული ადრესატზე;
1. 2. არ იქნება კონფისკირებული ან განადგურებული კომპეტენტური ორგანოების მიერ 26-ე მუხლის დარღვევის გამო;
1. 3. არ იქნება ამოღებული დანიშნულების ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე.
2. თითოეული ადმინისტრაცია ვალდებულია მიიღოს განცხადება ნებისმიერი წერილობითი კორესპონდენციის გზავნილების დაბრუნებაზე, რომელიც მიწოდებულია სხვა ადმინისტრაციების სამსახურებში, თუკი ეს დაშვებულია მისი კანონმდებლობით.
3. თითოეულ განცხადებაზე გამგზავნმა უნდა გადაიხადოს სპეციალური ტარიფით მაქსიმუმ 1. 31 სსუ-ს ოდენობით.
4. განცხადება გადაიგზავნება ფოსტით ან ელექტროკავშირის არხებით გამგზავნის ხარჯზე. გადაგზავნის პირობები და დებულებები, რომლებიც ეხება ელექტროკავშირის არხების გამოყენებას, დადგენილია რეგლამენტში.
5. დაბრუნების, მისამართის შეცვლის ან შესწორების ყოველ განცხადებაზე, რომელიც მიეკუთვნება ერთდროულად, ერთსა და იმავე საფოსტო დაწესებულებაში, ერთი და იმავე გამგზავნის მიერ, ერთსა და იმავე მიმღების მისამართით მიწოდებულ რამდენიმე გზავნილს, § 3და 4-ში გათვალისწინებული ტარიფები აიღება მხოლოდ ერთხე