1. საფოსტო ადმინისტრაციები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან, თუ კი შეკვეთილი გზავნილება, კონტროლირებადი დატარების გზავნილება და ფასგამოცხადებული გზავნილება ჩაბარებულია მათი შიდა წესების დაცვით მსგავსი კატეგორიის გზავნილებებზე. მიუხედავად ამისა, პასუხისმგებლობა ეკისრებათ:
1. 1. თუ დატაცება ან დაზიანება დადგენილი იქნება გაცემამდე ან გზავნილების ჩაბარების დროს;
1. 2. თუ ადრესატი ან გამგზავნი გზავნილების მიწოდების ადგილზე დაბრუნებისას აკეთებს განაცხადს, იღებს რა გაძარცვულ ან დაზიანებულ გზავნილებას (თუ შიდა კანონმდებლობით ეს დაშვებულია);
1. 3. თუ შიდა კანონმდებლობით ეს დაშვებულია, შეკვეთილი გზავნილება მიეწოდება წერილების ყუთში, მაგრამ რეკლამაციის წარდგენიოსას მიმღები აცხადებს გზავნილების მიუღებლობის შესახებ;
1. 4. მიმღებმა ან მიწოდების ადგილზე დაბრუნებისას ფასგამოცხადებული გზავნილების მომწოდებელმა, რომელიც მიუხედავად სწორად გაცემული ხელწერილისა, დაუყოვნებლივ უცხადებს ადმინისტრაციას, რომელმაც მასზე გასცა ეს გზავნილება მის მიერ აღმოჩენილ დაზიანებებზე, უნდა წარმოადგინოს დამამტკიცებელი საბუთი, რომ დაზიანება ან ძარცვა არ მოხდა გაცემის შემდეგ.
2. საფოსტო ადმინისტრაციები პასუხს არ აგებენ:
2. 1. მუხლი 34. 1. 2. პირობების დაცვისას ფორსმაჟორული გარემოებების დროს;
2. 2. იმ შემთხვევაში, როცა ისინი ვერ ადგენენ გზავნილების ბედს ფორსმაჟორული გარემოებების შედეგად სასამსახურო დოკუმენტების განადგურების გამო, თუ მათი პასუხისმგებლობა არაა სხვაგვარად დამტკიცებული.
2. 3. თუ ზარალი მიყენებულია გამგზავნის მიზეზით ან მისი დაუდევრობის შედეგად ან გამოწვეული იყო შიგთავსის თვისებებით;
2. 4. თუ საქმე ეხება ისეთ გზავნილებებს, რომელთა შიგთავსზე ვრცელდება 26-ე მუხლში გათვალისწინებული აკრძალვები, რადგანაც ეს გზავნილებები შესაბამისი ხელისუფლების მიერ იქნა კონფისკირებული ან განადგურებული მათი შიგთავსის გამო;
2. 5. დანიშნულების ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად კონფისკაციის შემთხვევაში ამავე ქვეყნის ადმინისტრაციის მიერ შეტყობინების შესაბამისად;
2. 6. თუ საქმე ეხება გზავნილებებს, რომელთა მიმართ გამგზავნის მიერ გამოცხადებული იქნა ნამდვილ ღირებულებაზე უფრო მაღალი ფასი.
2. 7. თუ გამგზავნმა არ წარადგინა გზავნილების მიწოდების შემდეგი დღიდან რეკლამაცია 1 წლის განმავლობაში.
3. საფოსტო ადმინისტრაციები არ არიან პასუხისმგებელნი საბაჟო დეკლარაციებზე, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმით არიან ისინი შედგენილნი და იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიღებულ იქნა საბაჟო სამსახურების მიერ საბაჟო დათვალიერებას დაქვემდებარებული გზავნილებების შემოწმებისა