1. პასუხისმგებელი ადმინისტრაციის მიმართ სარჩელის წარდგენის უფლების დაცვის შემთხვევაში, ანაზღაურების გადახდის ვალდებულება გარემოების მიხედვით, ეკისრება მიმწოდებელ ან დანიშნულების ადმინისტრაციას. კონტროლირებადი დატარების გზავნილებების ტარიფების ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მომწოდებელ ადმინისტრაციას.
2. გამგზავნი უფლებამოსილია უარი თქვას ამ ანაზღაურებაზე ადრესატის სასარგებლოდ და პირიქით. გამგზავნს ან ადრესატს აგრეთვე შეუძლია ნება დართონ მესამე პირს მიიღოს ანაზღაურება, თუ ამის საშუალებას იძლევა შიდა კანონმდებლობა.
3. მომწოდებელ ან დანიშნულების ადმინისტრაციას, გარემოების მიხედვით, ნება ეძლევა ანაზღაურება გადაუხადოს განმცხადებელს იმ ადმინისტრციის მაგივრად, რომელიც მონაწილეობს რა გადაზიდვებში და რეგულარულად იღებს განაცხადებს, ორთვიანი ვადის გასვლის შემდეგ არ მისცა საბოლოო პასუხი შეკითხვაზე ან არ შეატყობინა, რომ:
3. 1. გზავნილების დაზიანება დაკავშირებულია ფორსმაჟორულ გარემოებებთან;
3. 2. გზავნილება იქნა დაკავებული, კონფისკირებული ან განადგურებული კომპეტენტური ორგანოების მიერ მისი შიგთავსის გამო ან მისი კონფისკაცია მოხდა დანიშნულების ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
4. დანიშნულების ან მიმწოდებელი ადმინისტრაცია გარემოების მიხედვით უფლებამოსილია გადაუხადოს ანაზღაურება ამაზე უფლების მქონე პირს იმ შემთხვევაში, როცა რეკლამაციის ბლანკი სათანადოდ არ იყო შევსებული და დაბრუნებული იქნა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, რამაც გამოიწვია § 3-ში დადგენილი ვადის გადაცილებ