1. ადმინისტრაციებს შეუძლიათ ერთი ან რამდენიმე მათგანის შუამავლობით გადაუგზავნონ ერთმანეთს გზავნილებები როგორც დახურული დეპეშებით, ასევე ღია ტრანზიტით მომსახურების მოთხოვნილების და მოხერხებულობის შესაბამისად.
2. თუ ფოსტის ტრანზიტით გადაზიდვა რომელიმე ქვეყნის გავლით ხორციელდება ამ ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციის მონაწილეობის გარეშე, ეს ადმინისტრაცია ამის შესახებ წინასწარ ინფორმირებული უნდა იქნეს. ტრანზიტის ასეთი ფორმა არ აკისრებს რაიმე პასუხისმგებლობას ტრანზიტული ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციას.
3. ადმინისტრაციები უფლებამოსილნი არიან გაგზავნონ საჰაერო გზით შეზღუდული პრიორიტეტით დეპეშები სახმელეთო ფოსტით, თუ ადმინისტრაციებს შორის, რომლებიც იღებენ ამ დეპეშებს თავის აეროპორტებში მიღწეულია ამაზე შეთანხმება.
4. გაცვლა ხორციელდება რეგლამენტის დებულებების საფუძველზ