1. წერილობითი კორესპონდენციის გზავნილების მიმწოდებელი პასუხისმგებელია ყველა იმ დაზიანებაზე, რომლებსაც აყენებს მისი გზავნილება სხვა საფოსტო გზავნილებას, თუ ადგილი აქვს მის მიერ ისეთი ნივთების გაგზავნას, რომელთა გადაგზავნა აკრძალულია ან არ პასუხობს დაშვებულ პირობებს.

2. გამგზავნი პასუხისმგებელია იმავე ფარგლებში, რაც საფოსტო ადმინისტრაციები.

3. იმ შემთხვევაშიც, თუ მიწოდების ადმინისტრაციამ მიიღო ასეთი გზავნილება, გამგზავნს არ ეხსნება პასუხისმგებლობა.

4. გამგზავნი არაა პასუხისმგებელი, თუ ადმინისტრაციის ან გადამზიდების მხრიდან ადგილი ჰქონდა შეცდომებს ან დაუდევრობა