1. საერთო ღირებულებანი.
1. 1. 35-ე მუხლში გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საფოსტო ადმინისტრაციები პასუხს აგებენ:
1. 1. 1. შეკვეთილი გზავნილების და ფასგამოცხადებული გზავნილებების დაკარგვაზე, დაზიანებასა და დატაცებაზე;
1. 1. 2. კონტროლირებადი დატარების გზავნილებების დაკარგავზე;
1. 2. ადმინისტრაციებს შეუძლიათ იკისრონ ფორსმაჟორულ გარემოებებთან დაკავშირებული დანაკარგების ანაზღაურება.
2. შეკვეთილი გზავნილებები.
2. 1. შეკვეთილი გზავნილების დაკარგვის შემთხვევაში გამგზავნს უფლება აქვს მოითხოვოს მისი ანაზღაურება.
2. 1. 1. ერთი შეკვეთილი გზავნილების დაკარგვის ანაზღაურების თანხამ შეიძლება მიაღწიოს 30 სსუ-ს გზავნილების ჩაბარებისას გადახდილი ტარიფის ღირებულების ჩათვლით.
2. 1. 2. ერთი შეკვეთილი ,,M’’ ტომრის დაკარგვის ანაზღაურების თანხამ შეიძლება მიაღწიოს 150 სსუ-ს მისი მოწოდებისას გადახდილი ტარიფის ღირებულების ჩათვლით.
2. 2. შეკვეთილი გზავნილების გაძარცვის ან დაზიანების შემთხვევაში გამგზავნს უფლება აქვს მოითხოვოს ანაზღაურება, მაგრამ დადგენილი უნდა იქნეს, რომ შიგთავსის შეფუთვა იყო საკმარისად საიმედო შემთხვევით დატაცების ან დაზიანებისაგან დაცვისათვის.
2. 2. 1. შეკვეთილი გზავნილებების დატაცების ან დაზიანების ანაზღაურება პრინციპში შეესაბამება ზარალის ფაქტობრივ ღირებულებას. მიუხედავად ამისა, ეს ანაზღაურება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 2. 1. 1. და 2. 1. 2-ში დადგენილ თანხებს. არაპირდაპირი დაზიანება ან არარეალიზება მოგება მხედველობაში არ მიიღება.
3. გზავნილებანი კონტროლირებადი დატარებით.
3. 1. კონტროლირებადი დატარების გზავნილების დაკარგვის შემთხვევაში გამგზავნს უფლება აქვს მოითხოვოს მისი ანაზღაურება.
3. 2. გამგზავნს აგრეთვე აქვს გადახდილი ტარიფების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუ შიგთავსი იყო მთლიანად დატაცებული ან დაზიანებული. მაგრამ გარკვეული უნდა იქნეს, რომ შიგთავსის შეფუთვა იყო საკმარისად საიმედო შემთხვევითი დატაცების ან დაზიანებისაგან დასაცველად.
4. ფასგამოცხადებული გზავნილებები.
4. 1. ფასგამოცხადებული გზავნილების დაკარგვის, დატაცების ან დაზიანების შემთხვევაში გამგზავნს აქვს იმ ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რომელიც პრინციპში შეესაბამება მიყენებული ზარალის ნაღდ ღირებულებას, (არაპირდაპირი ზარალი ან არარეალიზებული მოგება მხედველობაში არ მიიღება) მაგრამ ეს ანაზღაურება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს სსუ-ში გამოხატული ფასგამოცხადების თანხას.
4. 2. ანაზღაურების თანხა გამოითვლება სსუ-ში გადაყვანილი ისეთივე სახეობის საგნების გადაგზავნის საპრეისკურანტო ფასით, რომელიც დადგენილია მიღების მომენტში და ადგილზე. თუ საპრეისკურანტო ფასები არ არის დადგენილი, ანაზღაურება გამოითვლება იმავე საფუძველზე გათვლილი საგნების ჩვეულებრივი ფასის მიხედვით.
4. 3. თუ ანაზღაურება ხდება ფასგამოცხადებული გზავნილების დაკარგვის, მთლიანად დატაცების ან მთლიანად დაზიანების გამო, გამგზავნის, ან გარემოების მიხედვით, ადრესატს უფლება აქვთ მოთხოვონ მათ მიერ გადახდილი ტარიფების და ანაკრებების თანხის ანაზღაურებაც. სადაზღვეო ანაკრები არცერთ შემთხვევაში არ ანაზღაურდება. იგი რჩება მიმწოდებელ ადმინისტრაციის სასარგებლოდ.
5. § 2. 1. და 4. 1-ის დებულებებისაგან გადახვევით ადრესატს უფლება აქვს მოითხოვოს ანაზღაურება დაზიანებული ან დატაცებული შეკვეთილი ან ფასგამოცხადებული გზავნილების მიღების შემდეგ.
6. ადმინისტრაცია უფლებამოსილია გადაუხადოს გამგზავნებს თავის ქვეყანაში მისი შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ანაზღაურებები შეკვეთილ გზავნილებებზე იმ პირობით, თუ ისინი არ იქნებიან უფრო დაბალი, ვიდრე § 2. 1-ში დადგენილი ანაზღაურება. იგივე ეხება დანიშნულების ადმინისტრაციას, თუ გადახდა ხდება ადრესატის სასარგებლოდ. § 2. 1-ში დადგენილი თანხების აღება შეიძლება:
6. 1. თუ მათი ამოღება ხდება პასუხისმგებელი ადმინისტრაციისგან;
6/2. თუ გამგზავნი უარს ამბობს თავის უფლებებზე ადრესატის სასარგებლოდ და პირიქი