1. თუ დაკარგულად ჩათვლილი ფასგამოცხადებული ან შეკვეთილი გზავნილების ან მისი შიგთავსის ნაწილის ანაზღაურების შემდეგ იგი მოძებნილი იქნა, ადრესატს ან გამგზავნს ეგზავნება შეტყობინება, რომ ეს გზავნილება მას გადაეცემა 3 თვის განმავლობაში გადახდილი ანაზღაურების უკან ამოღებით. იმავდროულად მას ეკითხებიან, თუ ვისზე უნდა გაიცეს გზავნილება. დადგენილ ვადაში უარის ან პასუხის არქონის შემთხვევაში ამავე წესით შეტყობინება ეგზავნება მეორე მხარეს.
2. თუ გამგზავნი ან ადრესატი უარს ამბობს გზავნილების მიღებაზე, გზავნილება გადადის ადმინისტრაციის საკუთრებაში, ან გარემოების მიხედვით, იმ ადმინისტრაციის საკუთრებაში, რომელმაც განიცადა ზარალი.
3. თუ დაკარგულად ჩათვლილი ფასგამოცხადებული გზავნილების შემდგომი პოვნისას შიგთავსის ღირებულება აღმოჩნდება გადახდილ ანაზღაურებაზე დაბალი, გამგზავნი ვალდებულია დააბრუნოს გზავნილების მიღების ანაზღაურების თანხა მიუხედავად იმ შედეგებისა, რაც მოჰყვა განზრახ მომატებული ფასის გამოცხადებას.