1. მომსახურების გამა საშუალებას იძლევა გადაიცეს ეგმ-ზე (ცენტრალური ეგმ) შედგენილი ტექსტები და ილუსტრაციები.

ნაწილი 3. დებულებანი წერილობითი კორესპონდენციების შესახებ. ურთიერთობანი საფოსტო ადმინისტრაციებს შორის

1. ადმინისტრაციებმა უნდა დადგინონ შემომავალი ან გამავალი პრიორიტეტული და ავია- გზავნილებების, აგრეთვე სახმელეთო და არაპრიორიტეტული გზავნილებების დამუშავების ვადა. ეს ვადა არ უნდა იყოს იმაზე ნაკლებ ხელსაყრელი, ვიდრე მათ შიდა სამსახურში მსგავსი გზავნილებებისათვის დადგენილი ვადა.

2. მიმწოდებელმა ადმინისტრაციამ უნდა გამოაქვეყნოს თავისი მიზნები საზღვარგარეთისათვის განკუთვნილი პრიორიტეტული და ავია გზავნილებების მომსახურების ხარისხის ამაღლების სფეროში. ამასთან, ორიენტირად უნდა აიღოს მიმწოდებელი და დანიშნულების ადმინისტრაციების მიერ დაწესებული ვადები და თან გაითვალისწინოს გადაგზავნისათვის საჭირო დრო.

3. საფოსტო ადმინისტრაციები პერიოდულად ამოწმებენ იმ ვადების დაცვას, რომლებიც დადგენილია ან საერთაშორისო ბიუროს ან რეგიონალური კავშირების მიერ ორგანიზებული გამოკითხვების შედეგად, ან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

4. ასევე სასურველია, რომ საფოსტო ადმინისტრაციებმა პერიოდულად შეამოწმონ დადგენილი ვადების დაცვა კონტროლის სხვა სისტემების მეშვეობით, კერძოდ, გარე საკონტროლო შემოწმების დროს.

5. შესაძლებლობის მიხედვით, ადმინისტრაციები იყენებენ მომსახურების ხარისხის კონტროლის სისტემებს საერთაშორისო ფოსტის დეპეშებისათვის (როგორც შემომავალი, ასევე გამავალი);საქმე ეხება შეფასებას მიწოდების მომენტიდან ჩაბარების მომენტამდე (უწყვეტი კონტროლი)

6. ყველა წევრი–ქვეყანა საერთაშორისო ბიუროს წინაშე წარადგენს აქტუალურ ინფორმაციას მიღების საბოლოო ვადების შესახებ (მოწოდების უკანასკნელი ვადა), რომელიც მათთვის არის საცნობარო მათი საერთაშორისო საფოსტო სამსახურის ექსპლუატაციის დროს.

7. შეძლებისდაგავარად, ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს ცალ-ცალკე პრიორიტეტული და არაპრიორიტეტული ფოსტის ნაკადებისათვი