1. სანამ არ იქნება დამტკიცებული საწინააღმდეგო, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ საფოსტო ადმინისტრაციას, რომელმაც მიიღო გზავნილება განაცხადოს ან დამატებითი შენიშვნების გარეშე და ძიების ჩასატარებლად ყველა დადგენილი საშუალებების ფლობისას ვერ ამტკიცებს გზავნილების ვერც ადრესატზე ჩაბარებას, ვერც თუ ამას ადგილი ჰქონდა, სხვა ადმინისტრაციაზე მის მართებულ გადაცემას.
2. თუ დაკარგვა, ძარცვა ან დაზიანება მოხდა გადაგზავნის დროს და არ არის იმის საშუალება, რომ დადგინდეს რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე ან სამსახურში ჰქონდა ამას ადგილი, შესაბამისი ადმინისტრციები ზარალს ფარავენ თანაბარი წილით.
3. ადმინისტრაციის პასუხისმგებლობამ სხვა ადმინისტრაციის მიმართ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადააჭარბოს მის მიერ მიღებული ფასის გამოცხადების უმაღლეს ზღვარს.
4. საფოსტო ადმინისტრაციები, რომლებიც არ უზრუნველყოფენ ფასგამოცხადებული გზავნილებების მომსახურებას, ისევე აგებენ პასუხს ფასგამოცხადებულ წერილებზე მათი დახურული დეპეშებით გადაგზავნისას, როგორც შეკვეთილ გზავნილებებზე. ეს დებულება ძალაშია მაშინაც, როცა საფოსტო ადმინისტრაციები არ აგებენ პასუხს ფასეულობების გადატანისას მათი მიერ გამოყენებული თვითმფრინავებით ან გემებით.
5. თუ დაკარგვა, ძარცვა ან დაზიანება მოხდა იმ შუალედური ადმინისტრაციის სამსახურში ან მის ტერიტორიაზე, რომელიც არ უზრუნველყოფს ფასგამოცხადებული გზავნილებების მომსახურებას, მიმწოდებელი ადმინისტარცია ანაზღაურებს ზარალს, რომელიც არ დაფარა შუალედურმა ადმინისტრაციამ. იგივე წესი გამოიყენება, როცა ზარალის სიდიდე აღემატება შუალედური ადმინისტრაციის მიერ მიღებული გამოცხადებული ფასის მაქსიმალურ ზღვარს.
6. საბაჟო და სხვა ანაკრებები, რომლებიც არ შეიძლება გაუქმებულ იქნეს, ეკისრება გზავნილების დაკარგვაზე, ძარცვასა და დაზიანებაზე პასუხისმგებელ ადმინისტრაციას.
7. ადმინისტრაცია, რომელმაც გადაიხადა ანაზღაურება, ამ ანაზღაურების თანხის ფარგლებში ცვლის უფლებებში იმ პირს, რომელმაც მიიღო ეს ანაზღაურება ადრესატის, გამგზავნის ან მესამე პირისაგან ზარალის ამოღების ყველა შესაძლო შემთხვევის დროს.