1. 50-ე მუხლის პირობების დაცვისას, თითოეული ადმინისტრაცია, რომელიც იღებს სხვა ადმინისტრაციებესაგან წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებებს, უფლებამოსილის აიღოს გამგზავნი ადმინისტრაციისაგან საერთაშოსრისო ფოსტის მიღების ხარჯების დასაფარი თანხა.

2. ანაზღაურება

2. 1. წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებების გაგზავნის ანაზღაურების თანხა ,,M’’ ტომრები გარდა შეადგენს 3. 427სსუ-ს თითოეულ კილოგრამზე;

2. 2 ,,M’’ტომრების ტარიფი შეადგენს 0. 653სსუ-ს თითოეულ კილოგრამზე;

2. 2. 1. 5-კგ-ზე ნაკლები წონის ,,M’’ ტომრები განიხილება როგორც 5კგ წონის მქონე, საბოლოო ხარჯების ასანაზღაურებლად.

3. გადასინჯვის მექანიზმი

3. 1. თუ ადმინისტრაცია, რომელიც აგზავნის ან იღებს 150 ტონაზე მეტ ფოსტისნაკადს წელიწადში( ,,M’’ტომრების გარდა) აღნიშნავს, რომ რომელიმე მიმართულებით მიღებული ან გაგაზავნილი ფოსტის 1კგ-ში გზავნილების საშუალო სიდიდე გადახრილია მსოფლიო საშუალო სიდიდიდან 17. 26 გზავნილება ყოველ კილოგრამში, მას შეუძლია მიაღწიოს ტარიფების გადასინჯვას, თუ ამ საშუალო სიდიდესთან მიმართებით:

3. 1. 1. გზავნილების რაოდენობა 21-ზე მეტია, ან

3. 1. 2. გზავნილების რაოდენობა 14-ზე ნაკლებია.

3. 1. 3. § 3. 1. 2.-ში აღნიშნული შემთხვევისას გადასინჯვა არ ხორციელდება, თუ მოცემული ნაკადი განკუთვნილია ამ მიზნით კონგრესის მიერ შედგენილ სიაში განვითარებადი ქვეყნებისათვის.

3. 1. 4. თუ რომელიმე ადმინისტრაცია ითხოვს §3.1-ში აღნიშნულ გადასინჯვას, მაშინ ეს შეუძლია გააკეთოს კორესპონდენციის მიმწოდებელმა ადმინისტრაციამაც, თუნდაც ნაკადი სხვა მიმართულებით შეადგენდეს 150 ტონაზე ნაკლებს.

3. 1. 4. 1. § 3. 1. 4.-ის დებულება არ გამოიყენება კონგრესის მიერ ამ მიზნით შედგენილ სიაში აღნიშნული განვითარებადი ქვეყნებისათვის.

3. 2. გადასინჯვა ხდება რეგლამენტით დადგენილი პირობებით.

4. ფოსტა დიდი რაოდენობით.

4. 1. დიდი რაოდენობით ფოსტისათვის დანიშნულების ადმინისტრაციას შეუძლია მოითხოვოს სპეციალური ანაზღაურება ქვემოთ მოყვანილი ფორმულებიდან ერთ-ერთის შესაბამისად:

4. 1. 1. მსოფლიოს საშუალო ტარიფების მიხედვით 0. 14 სსუ გზავნილებებზე და 1-სსუ ყოველ 1კგ-ზე;

4. 1. 2. გზავნილებებზე და თითოეულ კგ-ზე იმ ტარიფების გამოყენება, რომლებიც ასახავენ დანიშნულების ქვეყანაში დამუშავების ღირებულებას. ეს ღირებულება უნდა იყოს კავშირში შიდა ტარიფებთან, რეგლამენტში მოყვანილი პირობების შესაბამისად.

4. 2. § 3. 1. 3. დებულების თანახმად, როცა დანიშნულების ადმინისტრაცია ითხოვს სპეციალურ ანაზღაურებას დიდი რაოდენობით ფოსტისათვის, გამგზავნი ადმინისტრაცია უფლებამოსილია მოითხოვოს, რომ ნაკადს დარჩენილი ნაკადი გადასინჯულ იქნეს 3. 1-ის შესაბამისად.

5. ფოსტის ექსპლუატაციის საბჭო უფლებამოსილია შეცვალოს § 2-ში და 4. 1. 1-ში აღნიშნული ანაზღაურება ორ კონგრესს შორის პერიოდში. განხორციელებული გადასინჯვა დაფუძნებული უნდა იყოს საიმედო ეკონომიკურ და ფინანსურ მონაცემებზე. გადაწყვეტილება შესაძლო ცვლილების შესახებ ძალაში შედია ფოსტის ექსპლუატაციის საბჭოს მიერ დადგენილი თარიღიდან. იგი აგრეთვე უფლებამოსილია განსაზღვროს 4. 1. 2–ში აღნიშნული ანაზღაურების სისტემის შეტანის ხერხები.

6. ნებისმიერ ადმინისტრაციას შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ უარი განაცხადოს 1-ში აღნიშნულ ანაზღაურებაზე.

7. ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმების საფუძველზე დაინტერესებულ ადმინისტრაციებს შეუძლიათ გამოიყენონ საბოლოო ხარჯებთან დაკავშირებული ანგარიშების გადახდის სხვა სისტემებ