1. ტრანზიტის ხარჯები
1. 1. თუ ეს ეხება დახურულ დეპეშებს, მიმწოდებელი მხარის ადმინისტრაციის ხარჯზე:
1. 2. თუ ეს ეხება ღია ტრანზიტით გაგზავნილ პრიორიტეტულ და ავიაგზავნილებებს, მცდარი მისამართით გაგზავნილების ჩათვლით, იმ ქვეყნის ადმინისტრაციის მიერ, რომელიც გადასცემს ამ გზავნილებებს სხვა ადმინისტრაციას.
2. ასეთი წესები გამოიყენება ავიადეპეშების, პრიორიტეტული გზავნილებების და ავია გზავნილებების მიმართ, რომლებიც გადაიგზავნება სატრანზიტო ანაკრებებისაგან გათავისუფლებული ღია ტრანზიტით.
3. დანიშნულების თითოეული ადმინისტრაცია, რომელიც უზრუნველყოფს თავისი ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისო ფოსტის საჰაერო გადაზიდვას, უფლებამოსილია აიღოს დამატებითი ხარჯების ანაზღაურება ამ გადაზიდვებთან დაკავშირებით, თუ გავლილი უბნების საშუალოდ აღებული მანძილი აღემატება 300-კმ-ს. თუ არ არის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს უფასო გადაზიდვას, ხარჯები ერთნაირი უნდა იყოს ყველა პრიორიტეტული დეპეშებისა და ავიადეპეშებისათვის, რომლებიც შემოსულია საზღვარგარეთიდან, მიუხედავად იმისა, ეს ფოსტა დადევნებულია საჰაერი გზით თუ არა.
4. თუ დანიშნულების ადმინისტარციის მიერ აღებული საბოლოო ხარჯების ანაზღაურება ემყარება ღირებულებას ან შიდა ტარიფებს, შიდა საჰაერო გადაზიდვაზე არ აიღება დამატებითი ხარჯების ანაზღაურების თანხა.
5. დანიშნულების ადმინისტრაცია საშუალოდ განსაზღვრული მანძილის გაანგარიშებისას გამორიცხავს იმ დეპეშების წონას, რომელთა საბოლოო ხარჯების ანაზღაურების გაანგარიშება ემყარება ღირებულებას ან დანიშნულების ადმინისტრაციის შიდა ტარიფებს.
6. ავია კორესპონდენციების სახმელეთო ან საზღვაო გზით შესაძლო გადაზიდვისას თუ დაინტერესებულ ადმინისტრაციებს შორის არ არის სპეციალური შეთანხმება, გამოიყენება მუხლი 48, მაგრამ სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება არ ხდება, თუ:
6. 1. დეპეშების გადაგზავნა ხდება ერთი და იმავე ქალაქის მომსახურე ორ აეროპორტს შორის;
6. 2. ამ დეპეშების გადაგზავნა ხდება ქალაქის მომსახურე აეროპორტსა და ამავე ქალაქში განლაგებულ საწყობს შორის, აგრეთვე ამ დეპეშების დაბრუნებისას დადევნების მიზნი