1. საერთაშორისო დაჩქარებული ფოსტის სამსახური, ფიზიკურად საფოსტო სამსახურებიდან ყველაზე სწრაფია. იგი მოიცავს კორესპონდენციის, დოკუმენტების ან საქონლის ძალიან მოკლე დროში აკრებას, გადაცემას და მიწოდებას.

2. საერთაშორისო დაჩქარებული ფოსტის სამსახური რეგლამენტირდება ორმხრივი შეთანხმების შესაბამისად. ასპექტები, რომლებიც არ არის ამ შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრული, მიეკუთვნება კავშირის აქტების შესაბამის დებულებებს.

3. ეს სამსახური განისაზღვრება ლოგოტიპით, რომლის ნიმუში მოყვანილია ქვემოთ და რომელიც შედგება ელემენტებისაგან:

ფრთის ფორმა სტაფილოს ფერის;

EMS ასოები ლურჯი ფერის;

სტაფილოსფერი სამი ჰორიზონტალური ზოლი.

ლოგოტიპი შეიძლება შევსებული იყოს ნაციონალურ სამსახურში გამოყენებული დასახელებით.

4. მომსახურების ტარიფები დგინდება მიმწოდებელი ადმინისტრაციის მიერ ხარჯების გათვალისწინებით და ბაზრის მოთხოვნილების მიხედვით.

ნაწილი 5. დასკვნითი დებულებე