1. წინადადებები, რომლებიც წარდგენილია კონგრესის მიმართ და ეხება მოქმედ კონვენციას და მის რეგლამენტს, ძალაში შევა, თუ მოწონებული იქნება მონაწილე და ხმის მიმცემი წევრი-ქვეყნების უმარვლესობის მიერ. უკიდურეს შემთხვევაში აუცილებელია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობდეს კონგრესზე წარმოდგენილი წევრი-ქვეყნების ნახევარი მაინც.
2. წინადადებები, რომლებიც ეხება რეგლამენტს და გადაცემულია კონგრესის მიერ ფოსტის ექსპლუატაციის საბჭოსადმი გადაწყვეტილების მისაღებად, ან შემოტანილია ორ კონგრესს შორის ძალაში შევა, თუ მოწონებული იქნება ფოსტის ექსპლუატაციის საბჭოს წევრების უმრავლესობის მიერ.
3. წინადადებები, რომლებიც შემოტანილია ორ კონგრესს შორის და ეხება მოქმედ კონვენციას, ძალაში შევა, თუ მიღებული იქნება:
3. 1. ხმათა ორი მესამედის მიერ. უკიდურეს შემთხვევაში საბჭოს წევრი-ქვეყნების, რომელთაც უპასუხეს კონსულტაციას ნახევრის მიერ, თუ საქმე ეხება ცვლილებებს კონვენციის შემდეგ მუხლებში: მე-7 (ნაწილი პირველი) 8. –11, 13, 16–18, 20, 24–26, 34–38 (ნაწილი მეორე), 43. 2, 44–51, 55 (ნაწილი მესამე), 58–60 (ნაწილი მეხუთე) და მისი დასკვნითი ოქმების ყველა მუხლებს;
3. 2. ხმათა უმრავლესობით უკიდურეს შემთხვევაში საბჭოს წევრი–ქვეყნების, რომელთაც უპასუხეს კონსულტაციას ნახევრის მიერ, თუ საქმე ეხება ძირეულ ცვლილებებს § 3. 1-ში აღნიშნული დებულებების გარადა;
3. 3. ხმათა უმრავლესობით თუ საქმე ეხება:
3. 3. 1. კონვენციის დებულებების რედაქციული წესით ცვლილებებს, გარდა §3. 1–ში აღნიშნული დებულებებისა;
3. 3. 2. კონვენციის დებულებების და მისი დასკვნითი ოქმის დამატებას.
4. §3. 1–ში გათვალისწინებული დებულებების მიუხედავად ნებისმიერი წევრი–ქვეყანა, რომლის ნაციონალური კანონმდებლობა არ ეთანხმება შემოთავაზებულ ცვლილებას უფლებამოსილია წარუდგინოს საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს წერილობითი განცხადება, სადაც აღნიშნული იქნება ამ ცვლილების მიღების შეუძლებლობა შეტყობინების მომენტიდან ოთხმოცდაათდღიან ვადაშ