1. დახურული დეპეშების გაცვლა შეიძლება მოხდეს სხვა ქვეყნების სახმელეთო, საზღვაო ან საჰაერო გზით:
1. 1. ერთ-ერთი წევრი-ქვეყნისა საფოსტო დაწესებულებას და იმ სამხედრო ქვეგანაყოფების სარდლებს შორის, რომლებიც იმყოფებიან გაერთიანებული ერების ორაგნიზაციის განკარგულებაში;
1. 2. ამ სამხედრო ქვეგანაყოფის სარდლებს შორის;
1. 3. ერთ-ერთი წევრი-ქვეყნის საფოსტო დაწესებულებასა და იმავე ქვეყნის საზღვაო ან საჰაერო ქვეგანაყოფების სარდლებს, სამხედრო გეგმებს ან თვითმფრინავებს შორის, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ.
2. წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები, რომლებიც ჩაკეთებულია § 1-ში აღნიშნულ დეპეშებში, უნდა გაგზავნილ იქნენ ან მომდინარეობდნენ მხოლოდ სამხედრო ქვეგანაყოფების ან შტაბების და გემების ან თვითმფრინავების ეკიპაჟების წევრთაგან, რომლებიც აგზავნიან ან იღებენ დეპეშებს. ტარიფები ან გაგზავნის პირობები, რომლებიც გამოიყენება მათ მიმართ, განისაზღვრება იმ ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციის წესების შესაბამისად, რომელმაც გადასცა განკარგულების ქვეშ სამხედრო ქვეგანაყოფი ან რომელსაც ეკუთვნის გემები და თვითმფრინავები.
3. განსაკუთრებული შეთანხმების გარდა, იმ ქვეყნის ადმინისტრაცია, რომელმაც გადასცა განკარგულების ქვეშ სამხედრო ქვეგანაყოფი, ან რომელსაც ეკუთვნის სამხედრო გემები ან თვითმფრინავები, ვალდებულია გადაუხადოს დეპეშების ტრანზიტის ხარჯები, საბოლოო ხარჯები და საჰაერო გადაზიდვის ხარჯები შესაბამის ადმინისტრაცია