2. დეპეშა ითვლება ყველასთვის გასაგებ ენაზე დაწერილად თუ ტექსტი დაწერილია ქართულ ენაზე, იგი შეიძლება აგრეთვე შეიცავდეს ციფრებით და ასოებით გამოსახულ საწარმო ან სავაჭრო ნიშნებს და მარკებს, სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც მხოლოდ ციფრებისაგან შედგება.
3. დეპეშა ითვლება პირობით (კოდირებულ) ენაზე დაწერილად, თუ ჩანაწერი შესრულებულია პირობით აღნიშვნებით ან სიტყვებით, რომლებსაც პირობითი მნიშვნელობა აქვთ. ყოველი თავისუფლად შედგენილი სიტყვა ან ციფრების ჯგუფი უნდა შეიცავდეს არა უმეტეს 5 ნიშანს.
4. საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სტრუქტურული ქვეგანაყოფების დეპეშებში დასაშვებია გამოყენებული იქნეს კოდირებული სიტყვები და რიცხვთა ჯგუფები, რომლებიც შეიცავენ არა უმეტეს 10 ნიშან