1. რეკლამაციები კლიენტებიდან მიიღება გზავნილების მიღების შემდგომ დღიდან 1 წლის განმავლობაში.
2. ამ პერიოდის განმავლობაში რეკლამაციები დაიშვება იმ მომენტიდან, როგორც კი გამგზავნი ან ადრესატი განაცხადებს პრობლემაზე, თუ გამგზავნის რეკლამაცია ეხება მიუწოდებელ გზავნილებას, მაშინ როცა გადაგაზავნის ვადა არ არის გასული, აუცილებელია ამის შესახებ გამგზავნის ინფორმირება.
3. თითოეული ადმინისტრაცია ვალდებულია მიიღოს რეკლამაცია სხვა ადმინისტრაციების სამსახურებში მიწოდებულ ნებისმიერ გზავნილებაზე.
4. რეკლამაციების დამუშავება ხორციელდება უფასოდ. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი კეთდება ელექტროკავშირის სხვა საშუალებებით ან დაჩქარებული ფოსტის სამსახურით გადაცემაზე, მაშინ დამატებითი ხარჯები ნაზღაურდება ამ განაცხადის წარმდგენის მიერ. ამის შესახებ დებულებები დადგენილია რეგლამენტში.