მუხლი 84. თუ ყველა წარმოდგენილი საბუთი, აგრეთვე ბეჭედი სწორი აღმოჩნდა, ყარაულის უფროსი უბრძანებს ცვლის უფროსს დაუშვას მოსული პირი საცავის (საწყობის) გასახსნელად, წარმოდგენილ დაშვების საბუთს კი თავისთან იტოვებს. ერთჯერადი დაშვების საბუთი ბარდება საყარაულო უწყისთან ერთად, ხოლო მუდმივი – უბრუნდება დასაცავი ობიექტის უფროსს ობიექტის დახურვის შემდეგ. ყარაულის უფროსი საცავში (საწყობში) დაშვების ნებართვას გასცემს საგუშაგოების ტაბელში მოცემული ყველა მოთხოვნის ზუსტი დაცვით🔗