მუხლი 86. თუ საცავი (საწყობი) არ იხსნება ერთ საათზე მეტი ხნით, მაშინ ყარაულის უფროსი ტოვებს გუშაგს საგუშაგოზე. ხოლო საცავის (საწყობის) ერთ საათზე მეტი ხნით გახსნისას, ყარაულის უფროსი მოქმედებს იმ მითითებების შესაბამისად, რომელიც საგუშაგო ტაბელშია მითითებული. საცავის (საწყობის) გახსნის დროს გუშაგის საგუშაგოდან მოხსნისა და ხელახლა დაყენების შესახებ ჩანაწერი ყარაულის უფროსს შეაქვს საგუშაგო უწყისში🔗