1. იმ შემთხვევაში, თუ აქციზური საქონელი, რომელიც გაშვებულია მოხმარებისთვის ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, გადაადგილდება სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე კომერციული მიზნებისთვის მისაწოდებლად ან გამოსაყენებლად, ასეთი საქონელი უნდა დაექვემდებაროს აქციზის გადასახადს დანიშნულების წევრ სახელმწიფოში.

ამ ქვეთავში მოცემული ღონისძიებების ფარგლებში, აქციზური საქონელი შეიძლება გადაადგილდეს სერტიფიცირებული ტვირთგამგზავნისგან სერტიფიცირებულ ტვირთმიმღებამდე.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის, აქციზური საქონელი შეიძლება ჩაითვალოს, როგორც „კომერციული მიზნებისთვის მიწოდებულად“ იმ შემთხვევაში, თუ ის გაშვებულია მოხმარებაში ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, გადატანილია ამ წევრი სახელმწიფოდან სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და გადაეცემა სხვა პირს, გარდა კერძო პირისა, ან კერძო პირს, თუ გადაადგილება არ ექცევა 32-ე ან 44-ე მუხლის ფარგლებში. თუმცა, აქციზური საქონელი არ უნდა ჩაითვალოს კომერციული მიზნებისთვის მიწოდებულად იმ შემთხვევაში, თუ მის ტრანსპორტირებას ახდენს აღნიშნული კერძო პირი საკუთარი მოხმარებისთვის, მეორე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიიდან გატანისას.

3. ამ მუხლის მიხედვით, აქციზური საქონლის გადაადგილება უნდა დაიწყოს მაშინ, როდესაც აქციზური საქონელი ტოვებს სერტიფიცირებული ტვირთგამგზავნის შენობა-ნაგებობებს ან გაგზავნის წევრ სახელმწიფოში არსებულ ნებისმიერ ადგილს, რაც გადაადგილების დაწყებამდე უნდა ეცნობოს გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს.

4. ამ მუხლის შესაბამისად აქციზური საქონლის გადაადგილება უნდა დასრულდეს მაშინ, როდესაც სერტიფიცირებული ტვირთმიმღები აქციზურ საქონელს მიიღებს თავის შენობა-ნაგებობაში ან დანიშნულების წევრ სახელმწიფოში არსებულ ნებისმიერ ადგილას, რაც გადაადგილების დაწყებამდე უნდა ეცნობოს დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს.

5. დაბეგვრის პირობები და გამოსაყენებელი აქციზის განაკვეთი არის დანიშნულების წევრ სახელმწიფოში დაბეგვრის დაწესების თარიღისთვის მოქმედი დაბეგვრის პირობები და გამოსაყენებელი აქციზის განაკვეთ