1. კერძო პირის მიერ საკუთარი მოხმარებისთვის შეძენილ სააქციზო საქონელზე, რომელიც ტრანსპორტირებულია ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიიდან მეორე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აქციზის გადასახადი შეიძლება დაწესდეს მხოლოდ იმ წევრ სახელმწიფოში, სადაც მოხდა ამ აქციზური საქონლის შეძენა.
2. იმის დასადგენად, 1-ელ პუნქტში მითითებული აქციზური საქონელი არის თუ არა განკუთვნილი კერძო პირის საკუთარი მოხმარებისთვის, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ მინიმუმ შემდეგი:
(a) აქციზური საქონლის მფლობელის კომერციული სტატუსი და მისი ფლობის მიზეზები;
(b) ის ადგილი, სადაც აქციზური საქონელი მდებარეობს, ან, საჭიროების შემთხვევაში, ტრანსპორტირების გამოყენებული ტიპი;
(c) აქციზურ საქონელთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი;
(d) აქციზური საქონლის სახეობა;
(e) აქციზური საქონლის რაოდენობა.
3. მე-2 პუნქტის (e) ქვე-ქვეპუნქტის მიზნებისთვის, წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება დააწესონ ზღვრული დონეები, მხოლოდ მტკიცებულების ფორმის სახით. ეს ზღვრული დონეები არ შეიძლება იყოს შემდეგზე ნაკლები:
(a) თამბაქოს პროდუქტებისთვის:
– სიგარეტები; 800 ცალი,– სიგარილა (სიგარები, რომელთაგან თითოეულის წონა არ აღემატება 3 გ.-ს): 400 ცალი,– სიგარა: 200 ცალი,– ხელით შესახვევი და ჩიბუხის თუთუნი: 1,0 კგ;
(b) ალკოჰოლური სასმელებისთვის:
– ალკოჰოლური სასმელები: 10 ლ,– შუალედური პროდუქტები: 20 ლ,– ღვინოები: 90 ლ (ცქრიალა ღვინოები მაქსიმუმ 60 ლ),– ლუდი: 110 ლ.
4. წევრ სახელმწიფოებს ასევე შეუძლიათ დაადგინონ, რომ აქციზის გადასახადი გადახდას ექვემდებარება მოხმარების წევრ სახელმწიფოში იმ მინერალური საპოხი მასალის შეძენისას, რომელიც უკვე გაშვებულია მოხმარებაში სხვა წევრ სახელმწიფოში, თუ ასეთი პროდუქტები, კერძო პირის მიერ ან ამ კერძო პირის სახელით, ტრანსპორტირდება ტრანსპორტის ატიპიური სახეობის გამოყენებით.
ამ პუნქტის მიზნებისათვის, „ტრანსპორტირების ატიპიური სახეობა“ ნიშნავს საწვავის ტრანსპორტირებას ავტოცისტერნებისგან ან სათანადო სარეზერვო საწვავისთვის განკუთვნილ კანისტრებისგან განსხვავებული სახეობის გამოყენებით და გათბობის თხევადი პროდუქტების ტრანსპორტირებას ეკონომიკური ოპერატორების სახელით გამოყენებული ტანკერებისგან განსხვავებული ტრანსპორტირების სახეობის გამოყენებით.
ქვეთავი 2
იმ აქციზური საქონლის გადაადგილებისთვის შესასრულებელი პროცედურა, რომელიც გაშვებულია მოხმარებაში ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და გადაადგილდება სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ საქონლის კომერციული მიზნებისთვის მიწოდების მიზნ