ა) საქათმეში სულადობა და დაკვლის ასაკი შეესაბამება ამ დანართის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ ლიმიტებს, გარდა ქათმისა, რომელთან დაკავშირებითაც სულადობა შეიძლება გაიზარდოს 13 კგ-მდე, მაგრამ არ უნდა იყოს 27,5 კგ-ზე მეტი ცოცხალი მასა ერთ მ2-ზე, ხოლო კასტრირებული მამლის შემთხვევაში სულადობა არ უნდა აღემატებოდეს 7,5მ2-ს, და არ უნდა იყოს 27,5 კგ ცოცხალ მასაზე მეტი ერთ მ2-ზე;
ბ) ფრინველს თავისი სიცოცხლის ნახევარი პერიოდი მაინც ჰქონდა უწყვეტად დღისით ღია ჰაერზე ყოფნის შესაძლებლობა ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც დაფარულია მცენარეებით არანაკლებ:
ბ.ა) 1 მ2 – ერთ ქათამზე ან ციცარზე;
ბ.ბ) 2 მ2 – ერთ იხვზე ან ერთ კასტრირებულ მამალზე;
ბ.გ) 4 მ2 – ერთ ინდაურზე ან ბატზე;
გ) სუქების სტადიაზე გამოყენებული საკვების ფორმულა მოიცავს მარცვლეულის არანაკლებ 70%-ს;
დ) საქათმეს აქვს გასასვლელები, რომელთა ჯამური სიგრძე ტოლი იქნება სულ მცირე 4მ-ისა, საქათმის ზედაპირის თითოეულ 100მ2-ზე.
2. ფრინველის ხორცის ეტიკეტზე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აღნიშვნის გამოყენებისთვის ციცარის შემთხვევაში, ჰაერზე ყოფნა შეიძლება შეიცვალოს ქანდარით, რომლის იატაკის ფართობი უნდა იყოს სულ მცირე საქათმის ფართობის ტოლი და სიმაღლე სულ მცირე 2 მ; გამოყოფილი უნდა იყოს სულ მცირე 10 სმ სიგრძის ქანდარა ერთ ფრინველზე მთლიანად (საქათმე და ქანდარა